ბარახა: აი, ასეთი მეკარე მყავს - მთავარი გმირი იყო

AutoSharing Option
30 მარტს, ლა ლიგის 30-ე ტურში, "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თავისი გუნდის მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:

"იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე გასვლა ჩემს ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედებს. მათ კარგი დინამიკა აქვთ. საქართველოსთვის და მისი მთავარი გმირისთვის ეს ისტორიული მოვლენაა, ისევე, როგორც რომანისთვის (იარემჩუკი). ამან დამატებითი ენერგია უნდა შესძინოთ, რაც "ვალენსიასთვის" გამოსაყენებელია. ისინი ეროვნულ გუნდებში მაღალ დონეზე ჩვენი კლუბიდან მიდიან.

მამარდაშვილი პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ახალგაზრდაა და კარგად წარმოაჩინა თავი. მის მაღალ კლასს შედეგები ადასტურებს. გიორგის "ჭერი" არ ვიცით,
მუდმივი ზრდის პროცესშია და მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბევრი წართველი ლა ლიგაში!
ლაშა
28 მარტი 2024 23:26
1
უფრო სწორად - შართველი! შ-ს და წ-ს ნუ ურევ )))
ვვვ
29 მარტი 2024 08:44
0
რუბენ ბორახას და ხოსე ბორდალასს დიდი მადლობა ქართველებისგან იმის გამო, რომ მამარდას შესაძლებლობები და ნიჭი შეუმჩნეველი არ დაგრჩათ!!!
ვაჟა მასწავლებელი
28 მარტი 2024 22:00
2
გატუზოც არ დაგავიწყდეს
დათო
29 მარტი 2024 00:07
2
მამარდას ისტორია კონკიას ზღაპრის ისტორიას გავს!!!
!
28 მარტი 2024 21:15
3
ვაჰ, რა ზუსტად და ლამაზად აღწერე! წარმატება მამარდას, ბიჭებს და მათ გულშემატკივრებს!
მასტერს
29 მარტი 2024 07:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული