მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც 26 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. დღევანდელმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და „ფელტინს არენა“ პირთამდე გაივსო. „კარლსრუეს საქომაგოდ 5 ათასი გულშემატკივარი გაჰყვა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო, თავდაუზოგავად გაისარჯა, სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი პირველ ტაიმში ტომაშ კალასმა დაბლოკა, ხოლო მეორეში - ტომას აუეიანმა. ერთხელ გატანა მეკარე პატრიკ დრევესმა არ დაანება. ქართველმა კენან კარამანს ყვითელი ბარათი
„კარლსრუე“ 39 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 6 აპრილს „სანტ პაულის“ უმასპინძლებს.
გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“. 61 653 მაყურებელი
შალკე - კარლსრუე 0:0