"ოსიმენი და კვარაცხელია "ნაპოლიდან" უნდა წავიდნენ" - განაცხადა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა

AutoSharing Option
DAZN-ის სტუდიაში „ნაპოლის“ შესახებ ამ გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ვალონ ბეჰრამიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია უნდა წავიდნენ:

„თუ კიმს დაკარგავ, ზილენსკისაც მოაცილებ, ეს სარგებელს ვერ მოგიტანს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იმათზე, რომლებიც ძირითადის ფეხბურთელები იყვნენ. თვით ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, უკეთესი იქნება გუნდი გამოიცვალონ. მათ რაღაც ისტორიული გააკეთეს, შემდეგ კი დინახეს, რომ მათი იდეალური თამაში მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის წასვლის მერე დაინგრა.

დე ლაურენტისი ისეთ სიტუაციებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გუნდს არ მოსწონს. მაგალითად, პოლიტანოს ინტერვიუა გასახსენებელი.
დე ლაურენტისი გუნდს არაფრით არ ეხმარება“.

Spazionapoli წერს, რომ მისმა ნათქვამმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ ჩაგდებული სეზონი ორი ვარსკვლავის ბრალი არ არის და ახალი გუნდი კვარაცხელიას გარშემო უნდა აიგოს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აუცილებლად უნდა წავიდნენ, კვარა თუ დარჩება ნაპოლიში, ბოლოს თბილისის დინამოში ჩამოვა სათამაშოთ
ქართველი
13:29 03-04-2024
2
კომენატრებს გადავხედე და არ მიკვირს წაკითხულის გააზრებაში რატო ვართ ასე დაბლა.ასეთი უტვინოები როგორ შეიძლება იყვნენ შოთასა და ილიას ერი.დამარცვლით ახსნა კაცმა მიზეზი და ამას ვერ ხვდებით.
sruli sibnele
01:20 01-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული