კვარაცხელიას გარეშე - უსახური "ნაპოლი" "სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აგრესიულად ვერ უტევდნენ, სტუმრებმა კი ორი მომენტი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გაუშვა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი განიცადა.

"ნაპოლი" ჯერჯერობით 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 აპრილს გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მირანჩუკი (26), 0:2 სკამაკა (45), 0:3 კოპმეინერსი (88)

მკითხველის კომენტარები / 28 /
თამაშისთვის არ მიყურებია.ვიცოდი,რომ არ თამაშობდა და აღმოჩნდა,რომ არავითარი ინტერესი აღარ მქონია.ტაიმების ბოლოს,ორჯერ გადავრთე,ანგარიშები ვნახე,გოლებზე გადავახვიე და სულ ეს იყო.ხვიჩამ ყველანაირად უნდა აიძულოს დე ლაურენტისი,რომ გუნდიდან გაუშვას.მანდ არაფრის შანსი აღარ ექნება.არც ფინანსურად,არც მორალურად,არც სპორტულად და არც ფსიქოლოგიურად,ხვიჩას მანდ დარჩენის მიზეზი აღარ აქვს.
სოსო
19:49 31-03-2024
0
ვინც კვარას ლანძღავდით, ახლა მაინც გაახილეთ თვალები და დაინახეთ, რომ მარტო მიათრევს გუნდს?
Რაგბის ფანი
21:53 30-03-2024
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული