ეს მამარდაშვილის წასვლის დადასტურებაა? - "ვალენსიამ" გამოცდილ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ვალენსიამ" "რაიოს" მეკარე სტოლე დიმირრიევსკისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

30 წლის ჩრდილომაკედონიელს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გახანგრძლივდება.

ეს ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ "ღამურები" გიორგი მამარდაშვილის შემცვლელზე უკვე აქედანვე ზრუნავს.

სპორტულ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ ქართველი კიპერის დამატება არაერთ ცნობილ გუნდს სურს, სულ ბოლოს კი ყველაზე ხშირად "ნიუკასლის" სახელი ჟღერს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უფასოდ ასეთი მეკარის დათრევას,მადრიდის რეალიც კი შეეცდება.მამარდა თუ გაყიდეს,ხომ დაიკავებს მის ადგილს.თუ არ გაყიდეს,მაშინ კი,ჯერ ერთი კონკურენციას შეუქმნის და მერე,უკვე ვალენსიასთან კონტრაქტ დადებულ მეკარეს,რომელმაც უკვე დაამტკიცა კლასი,აუცილებლად გამოუჩნდება ყიდვის მსურველი,ვისაც რაიმე მიზეზით,მეკარის ყიდვა დასჭირდება.კონტრაქტი,აუცილებლად გამოსასყიდი იქნება და ზედმეტი ფული,რა თქმა უნდა გამოადგება,ვალენსიას.დარწმუნებული ვარ,დმიტრიევსკის,მრავალი მსურველი გამოუჩნდება და რამდენად შესწვდება ვალენსია,ეგაა საკითხავი.
სოსო
05 აპრილი 2024 10:27
2
ევროპაზე თუ გაიბრწყინა მერე ნახეთ რიგი, მთავარია ევროპის ჩემპიონატამდე არავისთან გააფორმოს კონტრაქტი. მჯერა გიოსი რო ძალიან მაგრათ დაიცავს საქართველოს. წინ ბიჭებოოოოოო.
კახა
04 აპრილი 2024 19:12
3
მე რა მაინტერესებს იცით? რამდენი აქვს ხელფასი სონა მკითხავს? მეც ვაპირობ მკითხაობის დაწყებას და ღირს ნეტაა?
კ ო მ ბ ლ ე
04 აპრილი 2024 16:00
14
შე თავკომბალა-შენთან ვინ მოვა კლიენტი,შენ არ იყავი საბერძნეთის მოგებაზე დავდებ და ავშენდებიო რო ამბობდი?
ჰა როგორ ხარ?სახლი დაალომბარდე უკვე?
რაც კაცი ხარ იმ დღეში ხარ
Levani
04 აპრილი 2024 23:21
1
ყველა ადამიანს თავისი აზრი გააჩნია.მეც დავაფიქსირებ.ნიუკასლი სულ მალე გახდება პრემიერლიგის ოთხეულის მუდმივი წევრი და მივესალმები მამარდას ტრანსფერს ნიუკასლში
კინგი
04 აპრილი 2024 14:56
7
შენ კი გინდა პაბლიტო, მარა ატლეტიკო სულელი გგონია ყავს ბრწყინვალე მეკარე ობლაკი, და რატო უნდა გადაიხადოს საკმაოდ დიდი თანხა ახალ მეკარეში? ნიუკასლი ძაან კარგი ვარიანტია.
pablos
04 აპრილი 2024 13:42
3
ატლეტიკოს მეც არაფერს ვერჩი, უბრალოდ 32 წელი არაფერია მეკარისთვის, ერთი 3-4 წელი კიდე იდგება და მამარდამ იცადოს? არ მგონია 32 წლის ობლაკში ატლეტიკოს ვინმემ იმდენი გადაუხადის, რასაც მამარდაში მოთხოვენ.
ttt
04 აპრილი 2024 19:06
0
იმიტომ პაბლოს ჩემო, რომ მიუხადევად ობლაკისადმი დიდი პატივისცემისა, ის მალე 32 წლისა გახდება და კარიერის დაისი დაეწყება, მამარდა კი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, ობლაკის ასაკამდე კიდევ 8-9 წელიწადი აშორებს და ეხლავე თუ არ აღემატება, როგორც მინიმუმ არ ჩამოუვარდება მას კლასითა და ხარისხით. ნიუკალი კი არა, ნებისმიერი ევროპული გრანდი კარგი ვარიანტია გიორგისთვის, უბრალოდ ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრება, პრეფერენციები და არგუმენტები. მე მომიტევე თუ შენსას ვერ დავამთხვიე:)
pablo
04 აპრილი 2024 14:44
5
ესპანურ ფეხბურთს კარგადაც იცნობს და მორგებულიცაა. გარდა ამისა ენა,კულტურა, გარემო... თუმცა ვალენსია ნამდვილად გადაშლილი ფურცელია უკვე, ატლეტიკოში ვიხილავდი სიამოვნებით გიორგის.
pablo
04 აპრილი 2024 12:55
3
რატომ არ ურჩევ ცუდი გუნდია ნიუკასლი? ნიუკასლი ცოტა ხანში გახდება სიტის ნაირი გრანდი ერთი ორი სამი წელია საჭირო და ნახავდ როგორი გუნდი გახდება კაჭკაჭები . გიორგი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო ამინ ამინ ამინ
დდდ
04 აპრილი 2024 12:42
12
რავარც კაჭკაჭია ფრინველებში, ე, ზუსტად ისეთია ნიუკასლი პრიმერაში.
მალხაზ ჯობავა
04 აპრილი 2024 15:13
3
ნუ რათ გვინდა ეს ნიუკასლი რა, ყოველთვის თითქმის მეხუთე, მეთოტხმეტე ადგილების გუნდია, არადა ბიუჯეტით ხუთეულში შედის.
მალხაზ ჯობავა
04 აპრილი 2024 12:30
10
არ ვურჩევდი ინგლისში გადასვლას.
ძველი გულშემატკივარი
04 აპრილი 2024 12:07
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული