„ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული, დღეს ჯერ ინდივიდუალურად ივარჯიშა, შემდეგ კი გუნდთან ერთად.
„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კვარაცხელიას 7 აპრილს „მონცასთან“ მატჩში სასტარტოში დააყენებს.
Calciomercato-ს მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას და სეზონური გასამრჯელოს 4-4.5 მილიონ ევრომდე მომატებას შესთავაზებს. აგრეთვე, მხარეები ბონუსების საკითხსაც განიხილავენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ სრული სიმშვიდეა საჭირო, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წაიწიონ წინ, პირველ რიგში „მონცაა“ დასამარცხებელი და შემდეგ ვნახავთ, რა და
როგორ მოხდება.