დებიუტში მასპინძლები მცველმა ფრანკემ დააწინაურა, ანგარიში კი ირვინმა გაათანაბრა, რომლის შეჩერება „კარლსრუეს“ უჭირდა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ირვინის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ორჯერ თავისი გუნდი მეკარე დრევესმა გადაარჩინა. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს, ზივზივაძეს გატანა მეკარე ვასილმა არ დაანება და 67-ე წუთზე ქართველი შეცვალეს. მერე ნებელმა ჰამბურგელების კარი დალაშქრა. 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „სანკტ პაულის“ მცველმა ვალმა (პირველი ყვითელი ბარათი ზივზივაძემ
ზივზივაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.3, flashscore 6.2.
„კარლსრუე“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა, პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 6 ქულა აშორებს და 13 აპრილს გასვლაზე „პადერბორნს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“
კარლსრუე - სანკტ პაული 2:1
გოლები: 1:0 ფრანკე (2), 1:1 ირვინი (37), 2:1 ნებელი (69)
გაძევება: ვალი (77, სანკტ პაული)
. რაფრა დაგეხმაროთ, არ ვიცი, ფაშისტთა სადგომის მისამართი გამემიგზავნე და ცეცხლს მივცემ მათ ბუნაგს. სპიჩკის ფულიც ბუდუია, სპიჩკის თვარაა...