ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Il Mattino: "ნაპოლიმ" "ბარსას" კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავდა.

Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელია და ქართველის შენარჩუნებას მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" ლობოტკას ყიდვაც სურდა, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა სლოვაკის გაყიდვაც გამორიცხა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, თუმცა წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ქართველი სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

altროგორი შეფასება

მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში?

altკვარაცხელიას საგოლე პასი და ზელინსკის ულამაზესი გოლი "მონცასთან" [VIDEO]

altხვიჩას მომავალზე შეთანხმება შემდგარია - Corriere dello Sport კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე წერს

ასევე დაგაინტერესებთ