სტუმართა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 61-ე წუთზე კი საგოლე პასი შეასრულა და ზელინსკის გაატანინა. "კვარამ" მოედანზე 68 წუთი გაატარა, შემდეგ კი შეცვალეს.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.1 ქულა, Sofascore 7.3 ქულა, Whoscored 7.6 ქულა.
შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონას გუნდი ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩს 14 აპრილს, "ფროზინონეს" წინააღმდეგ გამართავს.
"ნაპოლიმ" საოცარი გოლებით "მონცას" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]