"გუნდი ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ უნდა იყოს" - სპალეტიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა.

ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, "პარტენოპეის" ამჟამინდელი პრობლემები გასულ ზაფხულს კლუბის მიერ მიღებულმა რამდენიმე არასწორმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

"გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემს ყოფილ გუნდს ცუდი სეზონი გამოუვიდა. საჭიროა, რომ ფეხბურთელები სწორად შეარჩიო და გუნდი ერთ ფეხბურთელზე არ იყოს დამოკიდებული. შარშან ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძოდით და წარმატებასაც კოლექტიურად მივაღწიეთ, მოედანზე ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა.

ვფიქრობ, ბევრი რამის სხვანაირად გაკეთება შეიძლებოდა. მათ პრობლემებს ძალიან განვიცდი. იმედი მაქვს, კლუბის ხელმძღვანელები იმავე
შეცდომებს არ დაუშვებენ, რაც გასულ ზაფხულს და მომდევნო სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

alt"კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლა სურს - დე ლაურენტისმა სპალეტი აიძულა, გაქცეულიყო" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"სპალეტიზე ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებით" - ელიფ ელმასი

alt"ცრუ და ცბიერი სპალეტი "ნაპოლის" წარუმატებლობაში პირველი დამნაშავეა" - იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 3 /
უფრო ოსიმენი იგულისხმა, ვიდრე ხვიჩა. ის აიგნორებდა და ეურჩებოდა ხოლმე სპალეტის.
3
სწორია სპალეტი. არ შეიძლება ყველაფერი ხვიჩას ჩამოკიდო. თანაც ამ ხვიჩას ყველაზე ნაკლები ხელფასი უხადო.
გიორგი
13:44 16-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული