მამარდაშვილს, რომელმაც "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ და დუროს გამოუყენებელი შანსის შემდეგ ალმეიდამ დააწინაურა. მასპინძლებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც გომესის დარტყმული ბურთი გერასგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში „ოსასუნა“ უპირატესობას დაეუფლა და შეუტია: გატანა ბუდიმირს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მამარდაშვილის კარს, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო. მერე გიორგიმ პირისპირ გასულ გარსიას არ გაატანინა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა დროის გაყვანის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ხანში ერანდოს თავურმაც ვერ უწია მიზანს. კომპენსირებულ დროში ბუდიმირი საჯარიმოში გილიამონმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების
ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც უხეიროდ თავად დაზარალებულმა შეასრულა, ქართველი ბურთს დაეუფლა და „ღამურებმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მამარდაშვილმა ბოლო 3 მატჩში არ გაუშვა გოლი და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში Whoscored-მა 7.3 ქულით შეაფასა, Flashscore-მ - 7.2-ით, ხოლო Sofascore-მ - 7.1-ით.

„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 20 აპრილს „ბეტისს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“. 19 480 მაყურებელი
ოსასუნა - ვალენსია 0:1
გოლი: ალმეიდა (18)
გამოუყენებელი პენალტი: ბუდიმირი (90+7, ოსასუნა)

altTodo Fichajes: მამარდაშვილმა შეიძლება პსჟ-ში დონარუმა შეცვალოს

მკითხველის კომენტარები / 34 /
აღარ ხუმრობს ეს ბიჭი. ძალიან სწრაფად და თვალსაჩინოდ პროგრესირებს. გრანდში გადასვლა შეიძლება ხვიჩას დაასწროს. ჩვენს ფეხბურთსაც ეს უნდა რომ რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდეს. თავის დროზე პაიჭაძე, ჯეჯელავა, მესხი, მეტრეველი მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ, ასე რომ ამ ბიჭებს და კიდევ სხვებს შეუძლიათ ეს ტრადიცია ქართული ფეხბურთის გააგრძელონ. წარმატებას ვუსურვებ!
გიორგი
16 აპრილი 2024 16:20
0
კრიტიკოსებო და სკეპტიკოსებო!
ნებისმიერი თქვენთაგანი რომ დადგეს კარში, თქვენი მეზობელი ვასიკო უჯმაჯურიძეც კი გაიტანს თერთმეტმეტრიანს.
ოსასუნას ფეხბურთელებმა იმიტომ ააცილეს კარს ბურთი სახიფათო შეტევების დროს, რომ კარში კარგი მეკარე იდგა.
რეალობა
16 აპრილი 2024 13:13
0
ჯერ ერთი 7-ს ზევით კარგი შეფასებად ითვლება, და უფრო მეტი რაში უნდა მიეღო? პენალტის აღებაში მისი წვლილი მინიმალურია, თან აქ იყო ერთი ეპიზოდი ჩაწოდებულზე გამოვიდა ბურთი დაიჭირა და შემდეგ გაუვარდა და მისდა ბედათ თავისავე მცველს მიუვიდა, რაიმე განსაკუთრებული სეივიც გუშინ არ ქონია. მამარდა, რომ საუკეთესოა არ გედავები, მარა გუშინ მეტი არ ეკუთვნოდა.
tENGOS
16 აპრილი 2024 12:36
2
მიდი გიორგი, წარმატებებს გისურვებ ევროჩემპიონატზე.
ვიცი, როგორც კედელი, ისე იდგები!
წინ, საქართველო!!!
mamuka09ze
16 აპრილი 2024 12:32
0
ფაქტიურად დიდი არაფერი დატვირთვა არ ჰქონია...მარტივად ასაღებ და მოსაგერიებელზე დროული რეაქცია ჰქონდა..რიკოშეტზე ვერც ვერაფერს მოახერხებდა..მაგრამ ორ საგოლე მომენტზე რომლებიც კარში რომ წასულიყო რეაგირებაც ვერ მოასწრო...პენალტზე კიდევ ვერ მივხდი რა იჩალიჩა ტიპმა..შეცდომაც მინახია...მაგრამ ასე ფეხის აცილება..მოჩლურტა ტიპმა...საეჭვოდ მეჩვენა...კარგია რომ სტატისტიკა გააუმჯობესა...სეზონში მთლიანად 4 პენალტის მოგერიება ძალაინ მაღალ დონეს აჩვენებს და გუნდისთვის ძლიერ დასაყრდენ ძალა ქმნის...ვალენისას მეპატრონემ რომ გუნდი გააძლიეროს..პირველ რიგში დაცვაში...და თავდასხმაში...მამარდა არასდ არ უნდა გაუშვას...ერთ ერთ ანგარიშგასაწევ ევროპულ კლუბად აქცევს.....ესპანეტში თამაში გამომდინარე იქედან რომ შემტევი ფეხბურთი ალბატ მსოფლიოში ყველაზე აქტიურია...უფრო მობილურს და ძლიერს გახდის მამარდას...წარმატებები მას კლუბშიც და ყველაზე საპასუხისმგებლო ევროპის ჩემპიონატზე...სადაც მარტლა უნდა გაიბრწყინოს...დაამთვაროს უნდა ვეტერანი მეკარეების ჰეგემონია..და გახდეს პირველი..
ბუჯანგა
16 აპრილი 2024 12:27
2
მიდი გიორგი, წარმატებებს გისურვებ ევროჩემპიონატზე.
ვიცი, როგორც კედელი, ისე იდგები!
წინ, საქართველო!!!
mamuka09ze
16 აპრილი 2024 12:27
0
ფაქტია რომ, ეს კაცი დღითიდღე უკეთესი ხდება.უკვე ითვლება კიდეც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ! მინიმუმ 15 წელი ჩვენს ნაკრებს მეკარის პოზიციაზე პრობლემა მოგვარებული აქვს!
წარმატებები მამარდ!!!
თომა
16 აპრილი 2024 12:09
1
N1 ქართველი ფეხბურთელია დღესდღეობით!
usx
16 აპრილი 2024 11:27
0
ოსასუნას მწვრთნელის კომენტარი:)_როცა შენ წინააღმდეგ ასეთი კარგი და მაღალი მეკარე დგას კარი პატარავდება
რობი
16 აპრილი 2024 10:32
0
ზუსტად ასე იყო,ლევ იაშინიც.თითქოს მთელ კარს ჰფარავდა.ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი და ეს საერთო შთაბეჭდილება მაქვს ჩარჩენილი, მეხსსიერებაში.
სოსო
16 აპრილი 2024 11:55
4
რაო! რაო!..სოფასკორემ და ფლეშსკორემ -7,1 და 7.2-ოო, თქვენ მართლა ხომ არ გაცხელებთ, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ამ ბიჭს, თქვენგან უმაღლესი შეფასება რომ მიეღო, კარგით, თამაშიდან გოლი არ გაშვება,დაუშვად ეს არ არის უმაღლესი შეფასების გარანტი,მაგრამ მეკარე ბოლო წუთზე პენალტს რომ აიღებს და გუნდს სამ ქულას პირადათ მოუტან-მშრალად შენახულ კართან ერთად საშუალოზე მაღალზე მეტ შეფასებას რატომ არ იმსახურებს, თუ კი ორი დღის წინ კვარას შემთხვევითი ასისტი 7,9 და8.0 შეაფასეთ...არა მგონია თქვენ შეფასებებს ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, მაგრამ მაინც....ისე არ გაინტერესებთ გუშინ ჩელსის 21 წლის შემტევს კოულ პალმერს რა შეფასება დაუწერეს, რომელმაც ოთხი გოლი შეაგდო...ნახეთ და იხალისეთ, თანაც შეადარეთ კვარას შეფასებებს ბოლო შეხვედრებშიიი...
tENGO
16 აპრილი 2024 10:30
1
Savaraudod yviteli baratis gamo daukles qula
L.J .
16 აპრილი 2024 11:53
2
ალბათ გოლიც რომ ვერ გაიტანა, თანაც დუბლი - იმიტომ დააკლეს ქულები:)))))))))))))
ბირსი
16 აპრილი 2024 11:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული