მამარდაშვილს, რომელმაც "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ და დუროს გამოუყენებელი შანსის შემდეგ ალმეიდამ დააწინაურა. მასპინძლებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც გომესის დარტყმული ბურთი გერასგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში „ოსასუნა“ უპირატესობას დაეუფლა და შეუტია: გატანა ბუდიმირს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მამარდაშვილის კარს, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო. მერე გიორგიმ პირისპირ გასულ გარსიას არ გაატანინა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა დროის გაყვანის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ხანში ერანდოს თავურმაც ვერ უწია მიზანს. კომპენსირებულ დროში ბუდიმირი საჯარიმოში გილიამონმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების
ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც უხეიროდ თავად დაზარალებულმა შეასრულა, ქართველი ბურთს დაეუფლა და „ღამურებმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მამარდაშვილმა ბოლო 3 მატჩში არ გაუშვა გოლი და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში Whoscored-მა 7.3 ქულით შეაფასა, Flashscore-მ - 7.2-ით, ხოლო Sofascore-მ - 7.1-ით.

„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 20 აპრილს „ბეტისს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“. 19 480 მაყურებელი
ოსასუნა - ვალენსია 0:1
გოლი: ალმეიდა (18)
გამოუყენებელი პენალტი: ბუდიმირი (90+7, ოსასუნა)

altTodo Fichajes: მამარდაშვილმა შეიძლება პსჟ-ში დონარუმა შეცვალოს

მკითხველის კომენტარები / 34 /
ვალენსიას,"სასწაული"დაცვა ჰყავს და რამდენიმე მომენტი იყო,როცა ბურთი თუ კარისაკენ წავიდოდა,აუღებელი იქნებოდა,მაგრამ არ წავიდა და დაცვის პანიკის მიუხედავად,მამარდას ერთი წამით არ შესტყობია,ნერვიულობა.რკინის ნერვები ჩამოუყალიბდა,მაგ ბედოვლათების გადამკიდეს.უკვე საკმაო ხანია,გამოსვლებზეც უშეცდომოდ მოქმედებს და ფეხით თამაშშიც არავისზე ნაკლები აღარ არის.წინა სეზონებში თუ პენალტებში ვერაფერს ახერხებდა,ბოლო თამაშებში,უკვე სამი პენალტი მოიგერია და წუხელ,დამრტყმელმა რომ ვერ მოატყუა და არ აჰყვა,სწორედ ამან გამოიწვია,მისი შეცდომა.კაპიტანი,დღეს ტრავმირებული,ხოსე გაიაა,მაგრამ რაკი სამკლავური მას გადაეცა,ესე იგი,ვიცე კაპიტანია და ესე იგი,გასახდელშიც ერთერთი ლიდერია.დიახ,მამარდა,ვალენსიაში,ყოველმხრივ შემდგარი პიროვნება გახდა.დიდხანს ალბათ არავინ გააჩერებს,ვალენსიაში,მაგრამ ბარახას ვალენსიასაც შეუძლია კარგ გუნდად ჩამოყალიბდეს.რამდენიმე ნიჭიერი ბიჭი გამოუჩნდათ და თუ შეინარჩუნეს,თვითონ ვალენსიას უჩნდება კარგი პერსპექტივები.ევროტუნირებზე გასვლის პერსპექტივაც უკვე საკმაოდ რეალური ხდება.ასე რომ წარმატებებს ვუსურვებ,შემდგომ თამაშებში.
სოსო
16 აპრილი 2024 09:03
0
ვალენსია მოედანზე ქართველმა კაპიტანმა გაიყვანა,რა მაგრად ჟღერს! ბრავო, ძაან მაგარია!
ქობულეთიდან
16 აპრილი 2024 08:45
0
ვინმემ იცის, მატჩის ბოლოს რატომ არ ეკეთა სამკლავური? ნაკრებშიც უნდა მისცენ კაპიტნობა რა, გაწონასწორებული, ლიდერი ტიპია
???
16 აპრილი 2024 08:43
1
Me6e nomers misca roca shemovida shecvlaze...
L.J .
16 აპრილი 2024 10:38
0
Wramayebebi saamakoebi xart
მალხაზი ლიპარტელიანი
16 აპრილი 2024 08:18
0
ისე სეივში კი ჩაეთვალა მაგრამ სულ რო კარიდან გამოსული ყოფილიყო ეგ დარტყმული კარის ხაზამდე ვერც მიაღწევდა მგონი :)
რას არ მახავს კაცი :)
16 აპრილი 2024 08:08
2
ჩემო ძმობილო , უბრალოდ ეს იყო ადამიანის ინსტიქტური მოქმედება მეკარის სწორად შერჩეულ პოზიციის და გამოცნობილი კუთხის გამო. ეს არის მოგერიებული პენალტი და არა ცუდად შესრულებული. წარმატებები საქარათველოს…
რიგითი
16 აპრილი 2024 11:49
1
ეიფორიიდან გამოხვიდეთ სჯობია. დღეს არაფერი ისეთი არ გაუკეთებია მამარდას. სულ 2ჯერ დაურტყეს კარში. პენალტის ყველამ ნახეთ თუ როგორი იყო. მამარდა უძლიერესია ამაზე არავინ დავობს.
დავით
16 აპრილი 2024 06:45
8
Ვიცი სექტას არ გესიამოვნებათ,მაგრამ ცივი წყალი დალიეთ-ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მამარდა გახდება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი!!!
Ბაბუაწვერა
16 აპრილი 2024 06:04
7
ნამდვილი ჩინნგაჩქუგია! ყოჩაღ პიყოოო!
კ ო მ ბ ლ ე
16 აპრილი 2024 05:42
7
როგორი ამაყი ვარ... 23 წლის ასაკში კაპიტნის სამკლაურს რომ განდობენ ვალენსიაში... თუნდაც ერთ მატჩში...

და კაპიტნობასაც რომ შევეშვათ თუნდაც ამ დონეზე თამაში რასაც ეს ბიჭი აჩვენებს უბრალოდ საოცარია.

ესაა ნიჭი და შრომა ერთად აღებული
მინდია
16 აპრილი 2024 04:34
0
კაპიტანიო ბიჭო წარმოგიდგენიათ რა რეალობაში ვართ?? გიორგი ხო საერთო ზღაპარშია. მალადეც რა ასე უმოკლეს დროში ამხელა საერთაშორისო აღიარებაა?! არ ვიცი რამდენჯერ მომხდარა მსგავსი რამ ალბათ გიორგი დღეს ყველაზე უდიდესი ქართველი ტალანატია!
T.q
16 აპრილი 2024 03:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული