სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ემპოლის" შეხვდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
calcionapoli24-ის ცნობით, ემპოლიში კოკისპირული წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილია. მატჩი "კარლო კასტელანიზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.