ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლოჩოშვილის "კრემონეზემ" "პიზა" დაამარცხა

AutoSharing Option
სერია B-ს 36-ე ტურში „კრემონეზემ“ სახლში „პიზას“ 2:1 სძლია.

მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გარჯა Flashscore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი - 6.6-ით.

„კრემონეზე“ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 63 ქულით მეოთხე ადგილზეა და 5 მაისს გასვლაზე „პარმას“ შეხვდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - პიზა 2:1
გოლები: 1:0 ჩიოფანი (13, პენ), 1:1 დ’ალესანდრო (48), 2:1 კოდა (85)