იტალიურმა კლუბმა 19 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
სერია B-ს "კრემონეზემ" 19 წლის ნახევარმცველ დაჩი ლორთქიფანიძეს პირველი კონტრაქტი გაუფორმა. ის კრემონული გუნდის ღირსებას მომავალი სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

კლუბის საიტი წერს, რომ გასულ სეზონში ლორთქიფანიძე ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი და მთავარი გმირი იყო და პრიმავერა 1-ში აღზევებაში დაეხმარა. მან მოსამზადებელი ეტაპი პირველ გუნდში მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ხელმძღვანელობით გაიარა.

transfermarkt-ის მიხედვით დაჩის ფასი 100 ათასი ევროა. შეგახსენებთ, "კრემონეზეში" ლუკა ლოჩოშვილი ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია მიეცემა შანსი ძირითად გუნდში.19 წლის არის უკვე და დროა პროფესიონალური ფეხბურთის დონეზე გადავიდეს კლუბშიც.თან ცენტრალური ნახევარმცველია და პლუს ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში. ზუსტად ამ პოზიციებზე გვჭირდება ახალი სისხლიც.
მეზღვაური
22:55 13-08-2024
1

სიახლეები პოპულარული