Relevo: პრემიერლიგის კლუბმა მამარდაშვილის შესაძენად რეალური ნაბიჯები გადადგა

AutoSharing Option
მადრიდულმა Relevo-მ საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსური ფეირ-პლეის დასარეგულირებლად "ღამურებს" ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ, ყველაზე დიდი თანხის, 30-35 მილიონი ევროს მიღებას კი ქართველის ტრანსფერიდან იმედოვნებენ.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილის მიმართ დაინტერესება არაერთმა კლუბმა გამოთქვა, თუმცა რეალური ნაბიჯები მხოლოდ "ნიუკასლმა" გადადგა, რომლის წარმომადგენლები მისი თამაშის სანახავად ამ სეზონში "მესტალიაზე" მინიმუმ ხუთჯერ იყვნენ, იციან, რა შემთხვევაში დატოვებს ის გუნდს, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს:

"მამარდაშვილს "ნიუკასლში" გადასვლის იდეა ხიბლავს. უპირველეს ყოვლისა,
იმის გამო, რომ კლუბის დატოვების შემთხვევაში, პრიორიტეტულად ინგლისში გადასვლა მიაჩნია. მეორე - მას იქ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაჰპირდებიან, რაც აუცილებელი წინაპირობაა. მესამე - ეს ევროპულ პროექტში მონაწილეობას ნიშნავს, რაც, შესაძლოა, უფრო მისაღებია, ვიდრე ისეთ უფრო მაღალი რანგის კლუბში გადაბარგებაა, როგორიც "ჩელსია", რომელიც ადრე მისი სამსახურით დაინტერესებას გამოხატავდა.

მამარდაშვილმა გასული წლის იანვარში კლუბს განუცხადა, რომ წასვლას მხოლოდ ძალიან სარფიანი წინადადების და ახალ გუნდში სასტარტოში გარანტირებული ადგილის შემთხვევაში დათანხმდება, თუ არადა, "ვალენსიაშიც" თავს უსაზღვროდ ბედნიერად გრძნობს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც აკრიტიკებთ საერთოდ არ უყურებთ პრემიერ ლიგას
სიმართლე
03 მაისი 2024 21:58
2
თვითონ კი უნდა გიოს ინგლისში, მაგრამ ესპანეთი ჯობია, ანდა პსჟ! ინგლისი დოღლიგაა უამრავი ტურნირით, რაც ნიშნავს გადაღლას, გამოფიტვას და დაკარგვას. გერმანიიდან და იტალიიდან 5-5 კლუბი გავა ლიგაზე, მაგრამ ინგლისი 4-ს ნამდვილად არ იმსახურებს!…
ლაშა
02 მაისი 2024 21:26
39
ინგლისი არაა ნომერ პირველი ლიგა. ფულით კი მოწინავეა საუდის არაბეთის ლიგის დარად და თვით ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ჩამორჩება მას ფინანსებით, მაგრამ მანდ არ წასულა უმრავლესობა ოქროს ბურთის მფლობელებისა და ვინც იყო (ბექჰემი, რონალდო, ოუენი) მათაც კი დატოვეს დოღ-ლიგა. ფინანსურად ძლიერი ჩემპიონატი პირდაპირპროპორციულად სანახაობრივს არ ნიშნავს, თორემ რონალდო, როვალდო, შევჩენკო, მესი, ნეიმარი, მბაპე, მარადონა, ზოდანი, ფიგუ, რაული, რ. კარლოსი, რ. ბაჯო, დელ პიერო, ვეა და სხვა მრავალი მაღალი დონი ფეხბურთელი ინგლისში წავიდოდა! ნამდვილად არ ვუყურებ მაგ ლიგას, მეტსაც გეტყვი, საქართველის ეროვნულ ლიგას ვუყურებ ბოლო ხანს, საკმაოდ გაიზარდა დონე, ასევე ბუნდესლიგის დონემ საკმაოდ მოიმატა. ასე რომ ინგლისი დოღ-ლიგაა! ინგლისის ნაკრებმა ესპანეთისგან და იტალიისგან განსხვავებით ვერ შეიაისხლხორცა სამხრეთ ამერიკული სტილი. ეგენი 1966-შიც არ იყვნენ ჩემპიონობის ღირსი, ხოლო ევროპის ჩემპიონატი მოგებულიც არა აქვთ…
ლაშა
03 მაისი 2024 09:12
3
ასე რამ შეგაჯავრა პრემიერ ლიგა ძმაო ლაშა?
გემოვნებაზე ვერ იდავებ, თუმცა მოდი ჯიგრულად, შეც ხომ გჯერა გულის სიღრმეში რომ, ინგლისური ლიგა მსოფლიოში ნომერ პირველია.
ზაზა
02 მაისი 2024 23:46
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული