"ლევანს მამაჩემთან საერთოდ არ ულაპარაკია, სალუქვაძე სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე... იძახდა მორჩა მაგის ფეხბურთიო" - რას ამბობს ჩაკვეტაძე "ბაიერნში" არშემდგარ ტრანსფერზე?

AutoSharing Option
Geo Team-თან ინტერვიუში "უოტფორდის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა წარსულში "ბაიერნში" არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, ამის შესახებ თავდაპირველად ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე საუბრობდა და ამბობდა, რომ ჩაკვეტაძის მამა მისი შვილის "ბაიერნში" ტრანსფერს იმიტომ არ მიესალმებოდა, რომ მიუნხენურ კლუბში ვერ განვითარდებოდა და საბოლოოდ არჩევანი "გენტზე" გაკეთდა, რაც ლევანის თქმით, დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

"იქიდან დავიწყოთ, რომ მამაჩემს მსგავსი რამ არ უთქვამს. "ბაიერნში" ვერ განვითარდებიო რომ თქვა, გიჟი უნდა იყო. ჯერ საერთოდ არც ულაპარაკია ლევანთან მამაჩემს. მგონი თქვა კიდეც შევხვდიო
თუ რაღაც ეგეთი იყო, მგონი, არ ვიცი.

სალუქვაძის რამდენიმე ინტერვიუ მეც ვნახე, სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე, ბოლოს ვნახე სლოვაკეთში რომ ვიყავი, იძახდა, მორჩა მაგის ფეხბურთიო.

"ბაიერნს" რაც შეეხება, ფიზიკურად ვერ წავიდოდი, რადგან უკვე წინასწარ მქონდა გაფორმებული "გენტთან" კონტრაქტი. ის დრო რომ დავაბრუნოთ, ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი და ისევ "გენტში" წავიდოდი, იმიტომ, რომ უფრო მეტი შანსი იყო "გენტში" მეთამაშა, ვიდრე იმ მომენტში "ბაიერნში". ალბათ, მოხდებოდა ისე, რომ წავიდოდი "ბაიერნში" და გამიშვებდნენ სადმე განათხოვრებით, სავარაუდოდ ეგრე იქნებოდა. ბელგიაში რომ ტრავმა არ მიმეღო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

alt"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

მკითხველის კომენტარები / 22 /
სალუქვაძემ იცის ხოლმე გამოკვრები, უყვარს თავისი მეცნიერული ნააზრევის გადმოლაგება.
თქვენ იშრომეთ მარჯვეთ და გაიმარჯვებთ!
დავით
04 მაისი 2024 11:11
5
ბაიერნში რომ წასულიყავი,მათი ყურადღების ქვეშ იქნებოდი და რაც იმ ტრავმის შემდეგ,გენტში დაგმართეს,ალბათ ეგ არ მოხდებოდა,მაგრამ თუ ახლაც ფიქრობ,რომ მაშინ სწორად მოიქეცი, სალაპარაკოც არაფერია.საბოლოო არჩევანი,შენია.
სოსო
04 მაისი 2024 12:31
5
ეგ არაფერი სალუქვაძის თვალში ქეცბაიაც ნოლია.დდდ
გოგა
04 მაისი 2024 12:31
14
უზრდელი ქეცბაია ნოლია აბა რა.
ჩაკვეტაძეც ნოლია.
გენა
04 მაისი 2024 13:15
53
ჩაირთო დაბულინგების მანქანა. ევროპის წინ ხომ უნდა გაჩვენონ რომ ქართველებს არაფერი შეუძლიათ თუ ნაცებთან არ იქნებიან. გაიხსენეთ ხვიჩაზე, ლაშა ტალახაძეზე და მერე მართლა ასრულდება ნაცების ნატვრა გახადონ საქართველო მეორეხარისხოვანი გინდა ევროპაში გინდა რუსეთი გუბერნია. ზატო ეგენი ხომ იქნებიან მთავრობაში
მამუკა
04 მაისი 2024 12:00
33
ლევანი კარგი კაცი და მოაზროვნე, ფეხბურთის კარგად მცოდნე პიროვნებაა.ცუდად არაფერს ამბობს.თუ ამბობს სიმართლეს და სიმართლე ყოველთვის მწარეა.
ლაშა
04 მაისი 2024 18:04
19
გინდა სალუქვაძე იყოს, გინდა პაპა კარლო - სამწუხარო ისაა, რომ დიდ ფეხბურთს გიორგი ვეღარ ითამაშებს...
goga
04 მაისი 2024 13:02
51
სამაგიეროდ "დიდ პოლიტიკას" ითამაშებს ! ნაცები მოუთმენლად ელიან თავიანთ ბანდაში !!
zura222
04 მაისი 2024 13:07
45
ითამაშებს!!!
ჭიჭე!
04 მაისი 2024 17:42
1
პრინციპში იგივე არ თქვა ლევანმაც? გამოდის, მართალი უთქვამს — ბაიერნში ვერ განვითარდებაო ნიშნავს = რომ სათამაშო დრო არ ექნებოდა.
„დამთავრდა მაგის ფეხბურთიო“ ცოტა უხეში ნათქვამია, არაგულშემატკივრის, მაგრამ მგონია, რომ ფეხბურთელები ეგრე ყველაფერსაც არ უნდა ადევნებდნენ თვალს, რომელი ჟურნალისტი რას იტყვის და ინტაგრამზე ვინ რას მისწერს. ზოგი იმდენად არაადეკვატურია, ფსიქოლოგიას შეგირყევს. უნდა ჰყავდეთ ვინმე, ვინ გაუფილტრავს უაზრობებს და საზოგადოების ჯანსაღ კრიტიკას გააცნობს.
nika
04 მაისი 2024 15:05
7
სანიოლი გიჟი კი არ იყო,მარტის მატჩებისათვის მზადებისას,ფეხბურთელებს,ტელეფონების გადადება და გარე სამყაროსაგან გამოთიშვა რომ სთხოვა.სოციალური ქსელები,ძალიან ცუდად მოქმედებენ,სპორტსმენის კონცენტრაციაზე.
სოსო
04 მაისი 2024 15:44
0
მე არასოდეს მომისმენია ლევანისგან,რომ ეთქვას დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. როდესაც ფეხბურთელი ხარ,პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს,როდესაც რამეს ამბობ.მემგონი,ზუსტად არ ვიცი,შეიძლება, მომსმა,ალბათ და ა.შ. ესეთი ტექსტებით საუბარს სჯობს საერთოდ არაფერი თქვა.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს ევროზე
საქართველო
04 მაისი 2024 19:09
21
მე მომისმენია ძმა და ძალიან იქედნური ტონით. ახლა ვხვდები, თურმე რატომ ჰქონდა ასეთი აგრესია.
საქართველოს
05 მაისი 2024 03:57
1
სალუქვაძე ამბობდა შენზე "მორჩა მაგის ფეხბურთიო" ? რას ერჩი, სიმართლე უთქვამს
სიო
04 მაისი 2024 15:01
51
სიო, რატომ უთქვამს სიმართლე, სალუქვაძე, რომ შენი ბიძაშვილია?
სიო-ს!
04 მაისი 2024 17:39
5
შენ რაც გენტში გადაიტანე,იმ ტრამვას და მისი რეაბილიტაციის პერიოდს,ამის მერე თუ შენ ამბობ რომ იგივე არჩევანს გავაკეთებდიო ეხლაც,რავი ალბათ და რა თქმა უნდა უფრო ბევრი ნიუანსი შენ იცი და მაგიტომ ამბობ იგივეს ვიზამდიო...
ისე ძალიან ბევრ ფეხბურთელს გაუწყვეტია წინასწარი კონტრაქტი,მათ შორის ქართველსაც....
Lobotka
04 მაისი 2024 15:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული