გუშინ, ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში, კაცნაკლული "შტურმი" სახლში "ჰარტბერგთან" მარცხისგან ოთარ კიტეიშვილმა გატანილი გოლით იხსნა - 1:1. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გრაცული გუნდი "ზალცბურგს" 4 ქულით უსწრებს და თუ 12 მაისს ლინცში ლასკ-ს სძლია, ვადამდე მოიპოვებს ოქროს მედლებს და ოქროს დუბლსაც გაიფორმებს.
laola1-მა კიტეიშვილს წერილი მიუძღვნა, აღნიშნა, რომ "შტურმთან" კონტრაქტი მალე უმთავრდება და მისი გუნდში დარჩენა უმნიშვნელოვანესია, რამეთუ წარმატების გარანტიაა, ლიდერია მოედანსა და გასახდელში.
"სტატისტიკა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია "ათიანი" გუნდისთვის: 24 მატჩში 13 საგოლე
მოქმედება ყველაფერზე მეტყველებს.
ის თვით "ჰარტბერგის" მწვრთნელმა მარკუს შოპმა შეაქო: "თქვენ იცით, როგორი გუნდია "შტურმი", რომელსაც შეუძლია მხოლოდ კიტეიშვილის კლასით გადამწყვეტი დარტყმის განხორციელება". თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები დევიდ შნეგმაც არ დაიშურა: "ეს პირველი და მეორე შემთხვევა როდია, როდესაც გადაგვარჩინა. მას ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. ყოველ მატჩში ბევრ სასიკეთოს აკეთებს".
28 წლის კიტეიშვილის დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა. ის "შტურმში" 2018 წლიდან თამაშობს და ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება. ამას გარდა, ევრო 2024-ზე თავის გამოჩენის და ყურადღების კიდევ უფრო მეტად მიქცევის შანსი აქვს.
ერთმა გარემოებამ შეიძლება გრაცში დატოვოს - ეს გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. თუ ჩემპიონები გახდებიან, ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი გარანტირებული ექნებათ. კითხვაზე, დარჩება თუ არა, ქართველმა პირდაპირი პასუხი არ გასცა: "ჩემპიონის ტიტულის მოგება მინდა, რაც აქამდე ვერ მოვახერხე. ეს ჩვენი ოცნებაა, რომელთანაც ახლოს ვართ. მომავალ ორ კვირაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ".
შეძლებს "შტურმი" "ქართველი მესის" შენარჩუნებას?

ასე რომ, ოთარის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, გახდებიან თუ არა ჩემპიონები და იასპარეზებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე. აგრეთვე - როგორ ითამაშებს ქართველი ევროპირველობაზე თავის ნაკრებთან ერთად და როგორი წინადადებებით მიმართავენ".