The Sun: ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება - მიქაუტაძის მიმართ მსაჯის ვერდიქტი გაუგებარი იყო

AutoSharing Option
"რენთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გაძევებამ "სანი" გააოცა და წერილი მიუძღვნა.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება იყო, ვინაიდან "მეცის" ვარსკვლავს მსაჯმა რუდი ბუკემ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, კომენტატორი გააოგნა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რამეთუ უნებური შეჯახება "რენის" ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ თეატრალურად გააფორმა.

The Irish Sun-ი წერს, რომ მასპინძელთა გუნდის თილისმა გვირაბისკენ გაემართა, VAR-მა არბიტრს ეპიზოდის ნახვა ურჩია, ქართველს გადაწყვეტილების შეცვლის და მოედანზე დაბრუნების იმედი ჰქონდა, თუმცა ბუკემ თავისი გაუგებარი ვერდიქტი არ შეცვალა.

"მეცმა" სადისციპლინო
კომიტეტს გიორგის წითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გამეორებაზე აშკარად ჩანს,რომ მიქაუტაძეს არაფერი გაუკეთებია.მისი გაძევების გამო, სულიერი ვერ იტყვის,რომ ეს გადაწყვეტილება ობიექტური იყო.მსაჯი იმსახურებს,დისკვალიფიკაციას.იმედია ასეც მოხდება.
სოსო
06 მაისი 2024 19:50
1
მაქსიმუმ ყვითელი ბარათი ეკუთვნოდა (ისიც მაშინ, თუკი მსაჯი ჩათვლიდა რომ აგრესიულად გაექანა მეტოქისკენ), წითელი კი მსაჯის აშკარად მიკერძოებული ქმედება იყო
simartle
07 მაისი 2024 13:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული