"სოსიედადთან" სან-სებასტიანში 17 მაისს ჩასატარებელი ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, "ვალენსიას" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქო:
"ყველაფერი დამოკიდებულია მის შედეგებსა და უნარებზე, რასაც მოედანზე აჩვენებს. უმაღლესი კლასის მეკარეა, რაც ლოგიკურად, უკეთეს გუნდად გვაქცევს, უფრო კონკურენტუნარიანი და გადამწყვეტია, რამეთუ თავისი სეივებით ქულები მოაქვს. რაც ამ სეზონში გააუმჯობესა, საკმაო სტაბილურობაა. როგორც ყველამ, გიორგიმაც შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ მისი პროგრესი ცხადია და ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია. ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ყველა დონეს და შესანიშნავია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".
"მარკას" ცნობით,
მამარდაშვილის სამსახურით "ნიუკასლია" დაინტერესებული. "ვალენსია", სავარაუდოდ, 40 მილიონ ევროდ დააფასებს და ინგლისური კლუბისთვის ამ თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.