"შემეძლო თუ არა "კვარას" დარტყმულის მოგერიება?" - "ფიორენტინას" მეკარის კომენტარი

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ფიორენტინამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ჯარიმიდან მოახერხა.

"ფიორენტინას" მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ქართველის შესრულებულ ჯარიმაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მის კლასსა და საჯარიმო დარტყმაზე კომენტარი ზედმეტია. შემეძლო თუ არა მისი დარტყმულის მოგერიება? მოდით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, ან უპასუხოდ დავტოვებ. ქართველი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ბევრი შანსი შევქმენით და ალბათ, გულშემატკივრები შედეგით უკმაყოფილოები არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანდელ ჩემპიონებს ვეთამაშეთ. ფაქტია, მათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა
გამოსდით", - განაცხადა ტერაჩიანომ.

კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

alt"Mamma mia. კმარა დაპირებები - კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს" - იტალიური მედია

altერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინც მეკარის უკანა კამერიდან გამეორება ნახა და მეკარეს დააბრალა,ის უბრალოდ მიშმადიდებელი სექტანტია და კვარას გოლის დაკნინება უნდა. . . ამ ბურთს ვერცერთი მეკარე დედამიწის ზურგზე ვერ აიღებდა. . .მაშინ იმ ძელთან უნდა მდგარიყო პირდაპირ
ნაპოლეონი
18 მაისი 2024 21:26
14
ისე, სად არიან ის მიშმადიდებლები, შემოსეულები რომ იყვნენ ამ ცოტა ხნის წინ ამ საიტზე და ხან ქოჩორაშვილის მამის კომენტარს და ხან ალადაშვილის ბჟუტურს რომ იწონებდნენ?
შეასრულეს თავისი მისია, შექმნეს მოჩვენებითი უმრავლესობა (ყალბი იმიჯის შექმნაში ხომ სააკაშვილს და მის ბანდას უმაღლესი პილოტაჟი ეხერხებათ) და გაქრნენ.
აღარ აინტერესებთ ქართული სპორტის სიახლეები?
ჯეჯე
19 მაისი 2024 09:23
8
რა სისულელეს წერ შენ თვითონ ხვდები?
555
19 მაისი 2024 06:33
19
ტოსკანელები ჩვენი ნათესავებია , ყოფილი ეტრურიაა . ეტრუსკები მცირე აზიაში ქართველურ ტომებს ენთესავებოდნენ , ხეთების იმპერიის დროს ხალხთა დიდი გადასახლების შემდეგ აპენინებზე წავიდნენ . სხვათაშორის არა სამხრეთელები ნეაპოლელები გვანან ქართველებს არამედ ცენტრალური იტალიის მკვიდრები . იტალიელებში ყველაზედ კარგი სასიღერო ხმაც მაგათ აქვთ/დიდი ტოსკანა ემილია-რომანიის ნაწილსაც მოიცავდა ფლორენცია ,სიენა , პიზა მოდენა და ა.შ
silver xerxes
18 მაისი 2024 21:39
5
ღირსეული კომენტარია✊️
Irakli
18 მაისი 2024 22:44
2
რატომღაც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა გოლებს იტანს უფრო მაშინ როცა ოსიმენი არ თამაშობს. წარმატებები ხვიჩას!
დათო
19 მაისი 2024 13:30
2
უაზრობაა ასეთი კითხვის დასმა.თეორიულად ყველა დარტყმის მოგერიება შეიძლება,თუ იმ კუთხეში იდგება მეკარე,სადაც დარტყმული წავა,მაგრამ მაშინ ბურთს,მეორე კუთხეში დაგირტამენ და მაინც გაგიტანენ.სადაც მეკარე იდგა,იმის მიხედვით დაარტყა ხვიჩამ და მეკარის თავგანწირული მცდელობის მიუხედავად,მაინც გაიტანა.დარტყმის მომენტში,მეკარეს სწორი პოზიცია ეკავა,ცენტრში.ასე რომ გოლი კარგი დარტყმის შედეგდ გავიდა და არა,მეკარის შეცდომის გამო.
სოსო
21 მაისი 2024 10:44
0
არასწორად ჰქონდა პოზიცია შერჩეული - კარის ხაზზე კი არა იდგა, არამედ წინ და ამან 'დაღუპა'. თუმცა, ისედაც სუსტი მეკარეა, არაა ფიორენტინას დონის - შეიძლება მაინც ვერ აეღო.
vava
19 მაისი 2024 01:15
47
ამ კომენტარით გინდა დააკნინო კვარა?შე ღმერთგამწყრალო, აუღებელი რომ დაარტყა მაგას რატომ არ იძახი?ბუფონიც კი ვერ აუღებდა კარიერის საუკეთესო წლებში
ზაზა
20 მაისი 2024 17:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული