ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძით სამი ფრანგული კლუბი სერიოზულად დაინტერესდა

AutoSharing Option
le10sport-ი წერს, რომ "მეცში" ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევრის ჩატარების შემდეგ გიორგი მიქაუტაძით ფრანგული და საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ.

გამოცემის ცნობით, "მეცმა" შეიძლება "აიაქსისგან" მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და იხეიროს კიდეც - 20-25 მილიონად გაყიდოს. აღნიშნულია, რომ ლიგა 1-ის კლუბებიდან განსაკუთრებით გიორგის მშობლიური "ლიონი" და "ლილი" აქტიურობენ, ხოლო "მონაკო" ჩასაფრებულია და არაა გამორიცხული, ზაფხულში მის შეძენას შეეცადოს.

იქამდე კი ქართველი "მეცის" საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დატოვებას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ