მიქაუტაძე მისი შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია - პრემიერ ლიგაში ქართველი ფორვარდის შესაძლო გადასვლაზე მორიგი ინფორმაცია ვრცელდება

AutoSharing Option
The Guardian-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი ვულვზის 25 წლის ფორვარდია მატეუშ კუნია მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ეს ინფორმაცია თავად ბრაზილიელმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ წასვლა იანვარშიც შეეძლო, მაგრამ მისიას შესრულებულად ვერ ჩათვლიდა და ახლა როცა "მგლებს" პრემიერ ლიგაში დარჩენა თითქმის გარანტირებული აქვთ, მიმდინარე სეზონის გეგმაც შესრულდა.

მოკლედ, გამოცდილმა შემტევმა აღნიშნა, რომ ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა და ამის პოტენციალი გააჩნია. კუნიას რამდენიმე ინგლისურ კლუბს "ნოტინგემს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" უკავშირებენ.

ჩვენთვის ეს ყველაფერი კი გაცილებით საინტერესო იმითაა, რომ ბრაზილიელის
ამ განცხადების შემდეგ ვულვზში "ლიონისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე ახალი სტატიები წამოვიდა.

molineux news CaughtOffside-სზე დაყრდნობით წერს, რომ "მგლები" კუნიას ჩანაცვლების ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ჩვენებურს განიხილავენ, მაგრამ ეს ყოველივე ადვილი არ იქნება.

რამდენიმე დღის წინ უკვე ვწერდით, რომ მიქაუტაძის მისამართით ინტერესი "ვესტ ჰემსაც" და "კრისტალ პალასსაც" გააჩნიათ. მოკლედ, 3 პრემიერ ლიგის გუნდს ქართველს აქტიურად უკავშირებენ და სავარაუდოდ, ზაფხულში ოფიციალური შეთავაზებებიც იქნება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა ვულვზი, რის ვესტ ხემი, ვერახართ აი. კაცი ლიგაზე მოხვედრას ჩალიჩობს და ლიონი საფრანგეთის გრანდია თან. ტოტენხემი, ჩელსი, მანიუ, არსენალი, ევერტონი დაჟე, კი ბატონო.რა გუნდი კი ვულვზია
ლევან მაღლაკელიძე
14:50 01-04-2025
0
ლიონს დასაწუნი არაფერი აქვს,ვულზი და მსგავს კლუბებში წასვლას ისევ საფრანგეთი ჯობს. აქ ადაპტაცია გავლილი აქვს და ფრანგულ ფეხბურთს კარგად იცნობს,აფასებენ და კარგ ჯამაგირსაც აძლევენ. ლიგაზე გასვლის პერსპექტივაც აქვს. ჯერ არ ეჩქარება. 2 წლის მერე კი შეიძლება პრემიერ ლიგაზე ფიქრი,იმიტომ რომ რეალურად ინგლისი დღეს ფეხბურთის მექაა.
Რერო
09:43 01-04-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული