"დე ლაურენტისი კვარაცხელიას ტრანსფერზე ხელებს იფშვნეტს - გაუძლებს ცდუნებას?" - იტალიური მედია

AutoSharing Option
თითქმის ყველა იტალიური გამოცემა "ნაპოლიში" ცვლილებებზე წერს, რომელსაც მალე ანტონიო კონტე ჩაუდგება სათავეში და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალიც გაირკვევა.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, კონტე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სტანისლავ ლობოტკას შენარჩუნებას მოითხოვს და ქართველს შეიძლება 7-ნომრიანი მაისური გადასცენ.

"რეპუბლიკა" წერს, რომ კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ელ ხელაიფიმ "ნაპოლის" 100 მილიონი ევრო შესთავაზა და დე ლაურენტისი ხელებს იფშვნეტს, რამეთუ "კვარას" და ვიქტორ ოსიმენის გასხვისებით 230 მილიონის მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა
გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს. ერთი სიტყვით, ძნელი სათქმელია, გაუძლებს თუ არა ცდუნებას.

ტრანსფერებიდან მიღებული თანხით, მას თავისუფლად შეუძლია შემტევების შეძენა და პორტუგალიური "ბოლას" ცნობით, ერთ-ერთი მათგანი პედრო გონსალვესია (სპორტინგი). აგრეთვე განიხილება ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი) და ალბერტ გუდმუნდსონის (ჯენოა) კანდიდატურები. ნიგერიელის შემცვლელად კი რომელუ ლუკაკუს (რომა) დამატებას გეგმავენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
აზრი-ს
ლაურენტისი თუ დინამოს ექიმი
დათო
30 მაისი 2024 11:07
3
რთულ სიტუაციაშია კვარა - აქეთ ძუნწი და ფულზე დახარბებული პრეზიდენტი, იქით ფულიანი გუნდი ნაკლებად პრესტიჟულ ჩემპიონატში, რომელსაც ტრამპლინად ვერ გამოიყენებს. მბამპე რომ მბამპეა, მან ძლივს დააღწია თავი.
ქუთაისელი
30 მაისი 2024 10:42
7
იქნება უფრო კარგი შეთავაზება. სხვა გუნდები ახალ მწვრთნელებს რომ დანიშნავენ, მერე მიიღებენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დამატების შესახებ გადაწყვეტილებას. იცის აურელიომ, რომ 120 მილიონის გადამხდელიც გამოჩნდება.
რეალობა
30 მაისი 2024 10:37
5
ბენეფიტები არა ციყვი.
ასს
30 მაისი 2024 10:10
2
ერთ 20-საც დაამატებს ხელაიფი და ნაღდი გატყდება ლაურენტისი.და ხვიჩაც დამსახურებულ მომავალს გაინაღდებს.ღმერთმა გაუმარჯოს!!!
ნუკრი
30 მაისი 2024 10:04
1
100 milioninkiara ertjeradi salfetki ver miyidia gaciebuli var ro cxviri movicmindo
Lasha
30 მაისი 2024 03:54
3
პარიზი რომ ნაპოლიზე უკეთესი გუნდია ამაზე ორი აზრი არ არსებობს ხელფასის და სხვა ბენეფიტების გარდა რასაც ხვიცა პარიზში მიიღებს გარდა ამისა არის ის რომ ეს გუნდი ყოველთვის იბრძვის მაღალი მიზნებისთვის ნაპოლისგან განსხვავებით რომელიც 4 ში მოხვედდრითაც კმაყოფილია სერიააში და პსჟში ბოლო ბოლო ლიგაზე სუ ითამაშებს და საფრანგეთის ჩემპიონი სულ გახდება და მეტი ასპარეზი ექნება უკეთესი პარტნიორები მოედანზე და შედეგიანობაც მეტი ექნება პსჟში ვიდრე ნაპოლიში აქვს.
giorgi
30 მაისი 2024 01:39
1
სოსო-ს! არა ეგრე არ ხდება, სხვათაშორის ბურთის გორაობა. ნუ ფიქრობ ქოცურად. პსჟ-ს გულშემატკივრებიც მაგარი ჰყავს და სტადიონიც მაგარი
გივი
30 მაისი 2024 13:37
2
ყველაფერში მართალი ხარ,თუმცა კლუბის ორგანიზაცია და კადრები,გრანდის დონზე ვერ არიან და გულშემატკივარიც საკმაოდ ოდიოზური ჰყავთ.მაგათ მესი და ნეიმარი ვერ შეიმშვენიეს და მუდმივ სტრესში ჰყავდათ,კვარას დაინდობენ?!ხვიჩა კი,ძალიან ემოციური ბიჭია და მანდ უკვე ვარსკვლავის სტატუსით მისულს,სტრესებმა შესაძლოა ცუდი სამსახური გაუწიოს.კარგი ის არის,რომ ისეთი საშინელი კონტრაქტი აღარ ექნება(იმედი ვიქონიოთ) და საჭიროების შემთხვევაში,გუნდის დატოვება,ისე პრობლემური აღარ იქნება,როგორც ნაპოლიში.შესაძლოა,თვითონვე მოინდომონ დაშორება.მეორე მხრივ,თუ დე ლაურენტისი გაჯიქდა და არ გაუშვა,კვარას შეუძლია სხვათა შორის აგორაოს ბურთი და ხელფასიდან დიდი ზარალი თუ არ ექნა,დე ლაურენტისი მისი გასაყიდი ფასის ვარდნის ზარალს მაინც მოერიდება და გაუშვებს.
სოსო
30 მაისი 2024 10:19
5
ყველა გამოხმაურება
გადავცემ.
ხვიჩა
29 მაისი 2024 23:37
2
დელაურენტისი არის ბოზი! გადაეცით!
აზრი
29 მაისი 2024 23:04
5
გინდა ბოზი დაუძახე გინდა ქოცი გინდა მიშისტი.კაცმა ჩემპიონი გახადა 34 წლის მერე და. . .
ნაპოლეონი
30 მაისი 2024 00:57
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული