კონტემ დაარწმუნა - კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება

AutoSharing Option
გუშინ ფრანგულმა L'equip-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში დარჩენაზე დაითანხმა.

"კვარაცხელია არ იყიდება. ქართველი კონტესთვის ხელშეუხებელია. ხვიჩა გამოცდილ იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

"პარტენოპეის" სპორტულმა დირექტრომა ჯოვანი მანამ ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებები განაახლა, მხარეები ერთმანეთს მილანში შეხვდნენ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენის" მიერ შეთავაზებული 110 მილიონი
ევრო იუარა.

altLequipe: კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა - რას გადაწყვეტს "ნაპოლი"?

altპსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 27 /
ინფორმაციის წყარო მსგავსი ფორმით უფრო ვარაუდებს ავრცელებს. მსგავსი გამოცემები დღეში რამდენჯერმე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ ხვიჩასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მტკიცებითი სახით რაიმეს თქმა არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. სხვა საქმეა თუ ამას თავად ფეხბურთელი ან აგენტი იტყვის, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. არადა წესით ქართულ პორტალებს უფრო უნდა მიგიწვდებოდეთ ხელი პირველწყაროსთან.
ამატაკი
22:40 01-06-2024
2
ფაქტები:ნაპოლიში დარჩენით,კვარაცხელია მინიმუმ ერთი წელიწადი ვერ ითამაშებს უეფას ევრო ტურნირებში.მთელი წლევანდელი სეზონი,დე ლაურენტისმა,ათამაშა ქართველი,შარშანდელი,პირველადი
ხელშეკრულების. ანაზღაურებით,გუნდში ბევრ სხვა ფეხბურთელზე ნალებით,თუმცა კვარაცხელია სხვა,თითქმის უმრავლეს თანაგუნდელზე არა ნაკლებად თამაშობს,თუ არა მეტად.ერთი სერიოზული ტრამვა და ,ყველაფერი დამთავრდება,ფეხბურთი კი ტრამვასახიფათო,კონტაქტური სახეობაა სპორტის...და დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს გერჩივნოსო,ანდაზა ვერაა მართებული ,კვარაცხელიას პროფესიონალურ-მატერიალურ აღმასვლისათვის,მის კარიერაში,ღმერთმა ინებოს , და ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები სიმძლავრემ, გებიოლოგიურმა მისმა უნარებმა ,არა ხანმოკლეში
მანჩესტერიდან
22:40 01-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული