მიქაუტაძემ შეიძლება თურქულ გრანდში იკარდი შეცვალოს

AutoSharing Option
Asporის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით,  "გალათასარაი" დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ თურქეთის ჩემპიონი შეიძლება მაურო იკარდიმ დატოვოს და მის ერთ-ერთ შემცვლელად მიქაუტაძე განიხილება, რომელსაც ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "მონაკოს" და "ლიონს" აქვთ.

სხვათა შორის, მიქაუტაძით "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზე თურქული "ფანატიკი" 2022 წელს იტყობინებოდა.

Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, გიორგის ფასი 9 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა. ის 2023 წელს "აიაქსმა" 16 მილიონად შეიძინა, შემდეგ კი "მეცმა" 13 მილიონად გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
პსჯ-ს გარდა ყველა ფრანგული გუნდი ფინანსურ კრიზისშია, ასე რომ მათგან 20 მილიონის მიღება არ იქნება იოლი.
სოსოს
03 ივნისი 2024 18:49
2
შესაძლოა მართალიც ხართ,მაგრამ ამას მე რატომ მეუბნებით,ვერ მივხვდი.
სოსო
03 ივნისი 2024 20:03
1
გალაში შეცვლას არაუშავს, მთავარია ვანდას ლოგინში არ შეცვალოს იკარდი.დდდდდდდდდდ
ეეე
03 ივნისი 2024 18:47
5
თურქების ფანტაზიები არ არის საინტერესო.
მამუკელაშვილზე რომ დაწერეს, ისიც სიცრუე არის.
თურქებს ისეთივე უსაფუძვლო ფანტაზიები აქვთ, როგორც რუსებს.
რეალობა
03 ივნისი 2024 18:36
10
არც იფიქრო მანდ გადასვლა.მიაწეწი საფრანგეთს
იმერელი
03 ივნისი 2024 18:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული