მიქაუტაძემ შეიძლება თურქულ გრანდში იკარდი შეცვალოს

AutoSharing Option
Asporის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით,  "გალათასარაი" დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ თურქეთის ჩემპიონი შეიძლება მაურო იკარდიმ დატოვოს და მის ერთ-ერთ შემცვლელად მიქაუტაძე განიხილება, რომელსაც ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "მონაკოს" და "ლიონს" აქვთ.

სხვათა შორის, მიქაუტაძით "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზე თურქული "ფანატიკი" 2022 წელს იტყობინებოდა.

Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, გიორგის ფასი 9 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა. ის 2023 წელს "აიაქსმა" 16 მილიონად შეიძინა, შემდეგ კი "მეცმა" 13 მილიონად გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვარკეთილის ბინა ვის დარჩება?
ოთო
13:33 12-07-2024
0
გალა მაგარი გუნდია მაგარი ფეხბურთელებით,ტაქტიკა სრულიად შეესაბამება გიოს სტილს,გულშემატკივარიც საოცრება მაგათ თამაშზე..გალა 20 მილიონს თუ გადაიხდის ათამაშებს კიდეც,ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში იწყებენ..რენს და ლიონს ამ ეტაპზე ბევრად ჯობია,მონაკოს ვარიანტი თუა მაშინ უნდა დაფიქრდეს,სადაც დაბალი ფორვარდით თამაშს მიჩვეული გუნდის ინტერესია ის უნდა განიხილოს..მონაკო დიდი ხანია ბენეიდერით უტევდა და იდეალური ჩანაცვლება იქნებოდა,გალაც იკარდის თუ უშვებს,სევილია ელ ნასირის თუ არაბეთს მიჰგვრის)) ბაიერნი თუ ჩუპომოტინგს გაუშვებს))კომპანის ძალიან უნდოდა და ეხლა ყველანაირად ხელეწიფება თავის ხუშტურის ასრულება...ევროპაზე გერმანიაში თურქეთ ჩეხეთტან თუ მოაწყო თავისი ჩაჭრა და სპრინტები იქაური პუბლიკა თვალს შეაჩვევს სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია! და ვფიქრობ რომ ევროპამდე არცერთმა ჩვენმა "სტარებმა" არ უნდა იჩქარონ და არ შეიცვალონ კლუბი! უკან სუ რო ვერ ითამაშონ არაფერი მოაკლდებათ მაგრამ რო გაიბრწყინოს გუნდმა ძალიან სიმპატიურ გუნდებში გავიშლებით..ისე დროა ნორმალური სკოლა თუ ფაკულტეტი იყოს სადმე აგენტურის შესწავლის და ზრუნვა ჩვენ ფეხბურთელებზე...
მირო
13:32 04-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული