მიქაუტაძემ შეიძლება თურქულ გრანდში იკარდი შეცვალოს

AutoSharing Option
Asporის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით,  "გალათასარაი" დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ თურქეთის ჩემპიონი შეიძლება მაურო იკარდიმ დატოვოს და მის ერთ-ერთ შემცვლელად მიქაუტაძე განიხილება, რომელსაც ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "მონაკოს" და "ლიონს" აქვთ.

სხვათა შორის, მიქაუტაძით "გალათასარაის" დაინტერესების თაობაზე თურქული "ფანატიკი" 2022 წელს იტყობინებოდა.

Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, გიორგის ფასი 9 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა. ის 2023 წელს "აიაქსმა" 16 მილიონად შეიძინა, შემდეგ კი "მეცმა" 13 მილიონად გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან დიდი იმედია ჭკუა ეყოფა და მანდ არ წავა. კაცს ეხლა წინ აქვს კლუბების რიგი, მსურველების, ვინც აკვირდება და რა გალათასარაი. ან საფრანგეთში უნდა დარჩეს, ან გერმანია, იტალია, ესპანეთი
C
03 ივნისი 2024 21:45
1
გვეკაიფებით თუ რა ხდება, რა თურქეთი და გალათასარაი?! მბაპეს შემდეგ საუკეთესო იყო ლიგაში შედეგიანობით და რა თურქეთი?! იქით მამარდა ნიუკასლშიო.. აღარ გამიკვირდება ხვალ კვარა ხეტაფეში გადაიყვანოთ..
ალექს
03 ივნისი 2024 20:11
2
არც იფიქრო მანდ გადასვლა.მიაწეწი საფრანგეთს
იმერელი
03 ივნისი 2024 18:18
2
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უამრავი ჭორი დაიწერება კიდევ, მანამ სანამ თითოეული ფეხბურთელი არ დაბინავდება ახალ კლუბში, ან ძველში არ დარჩება მინიმუმ მომავალ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე. ეს ყოველ ჯერზე ჩვეული მოვლენაა და არ ღირს მარჩიელობა. მიუხედავად ყველაფრისა, თურქეთის ჩემპიონატში ჟორჟის გადასვლა ყველაზე ნაკლებად სარწმუნო ვერსია მოჩანს, რაც კი აქამდე მსმენია. კარიერის სტარტზე განვითარებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ფეხბურთელი, რომელსაც არც ლიგა ერთიდან აკლია მსურველი და არც ტოპ 5 ჩემპიონატის სხვა გუნდებიდან, არ გადავა დონით გაცილებით დაბალ ჩემპიონატში, მითუმეტეს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, რადგან აღნიშნულ ფორუმზე ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ეცდება წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მსურველთა სიაცა და შესაბამისად ანაზღაურებაც გაამსუყოს, ამიტომ სტატიის დამწერმაც და წამკითხავმაც ლოგიკის ფარგლებში ეცადეთ მოაქციოთ ყოველივე. წარმატება ჟორჟს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და მის ყველა წევრს!
soc.press
03 ივნისი 2024 20:41
1
დაანებეთ ამ თურქეთს თავი, მანდ კარგი არაფერი ყრია. არველაძეების დრო აღარ არის
გრიხო
03 ივნისი 2024 19:27
1
დარჩი საფრანგეთში. Reste a la France
Რაგბის ფანი
04 ივნისი 2024 00:28
1
გალაში შეცვლას არაუშავს, მთავარია ვანდას ლოგინში არ შეცვალოს იკარდი.დდდდდდდდდდ
ეეე
03 ივნისი 2024 18:47
5
საფრანგეთი ისევ, ან ესპანეთი. რა თურქეთის ლიგა?!
მერაბი
04 ივნისი 2024 09:25
1
თურქების ფანტაზიები არ არის საინტერესო.
მამუკელაშვილზე რომ დაწერეს, ისიც სიცრუე არის.
თურქებს ისეთივე უსაფუძვლო ფანტაზიები აქვთ, როგორც რუსებს.
რეალობა
03 ივნისი 2024 18:36
10
პსჯ-ს გარდა ყველა ფრანგული გუნდი ფინანსურ კრიზისშია, ასე რომ მათგან 20 მილიონის მიღება არ იქნება იოლი.
სოსოს
03 ივნისი 2024 18:49
2
შესაძლოა მართალიც ხართ,მაგრამ ამას მე რატომ მეუბნებით,ვერ მივხვდი.
სოსო
03 ივნისი 2024 20:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული