"ობლაკი მიდის, ლუნინი გამოირიცხა და მამარდაშვილის კანდიდატურა დარჩა" - ესპანური მედია

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე თვლის, რომ მეკარე იან ობლაკის ცხრაწლიანი, დიდებული ციკლი მის გუნდში დასრულდა. თავად სლოვენიელს კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 28 მილიონი ევროა.

ერთი სიტყვით, "როხიბლანკოს" კარგი მეკარის დამატება სჭირდება და ორ კანდიდატს განიხილავს.

El Nacional-ის ცნობით, უკრაინელ ანდრეი ლუნინს "რეალში" ტიბო კურტუას დუბლიორობა არ უნდა და "ატლეტიკოში" გადასვლის წინააღმდეგი არაა, მაგრამ "სამეფო კლუბი" კონკურენტ გუნდში არ გაუშვებს და მზადაა "მანჩესტერს" მიჰყიდოს.

GOL digital-ის მტკიცებით, "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ "ატლეტიკოს" შეუძლია, შანსი ხელიდან არ
უნდა გაუშვან და ქართველისთვის მადრიდული გუნდი საუკეთესო ვარიანტია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
არ გვჭირდება მამარდაშვილი
გიო
11 ივნისი 2024 22:13
34
უფრო ჯორის .... ფანია ვიდრე ატლეტ. ან ეროვნული ნაკრების.
ბლაუგრანა
12 ივნისი 2024 14:25
0
შენ მადრიდის ატლეტიკოს გულშემატკივარი ხარ ძმა?
ვისტი?
11 ივნისი 2024 22:39
1
ხო მარა ვალენსია შეიძულებს.
ეეე
11 ივნისი 2024 22:03
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული