სამედიცინო შემოწმება ჩანიშნული იყო, თუმცა "მონაკოში" გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა - მიქაუტაძე მშობლიურ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ლიონი" "მონაკოსთვის" მიქაუტაძის "წართმევას" ცდილობს.

"მონაკოს" სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა გადასვლაზე უარი თქვა.

"ლიონი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.

"ეკიპის" ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და მონეგასკურ კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. "ოლიმპიკი" ალეკსანდრ ლაკაზეტის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს გაისად დატოვებს
და ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო აგვისტოში ვერ დაეხმარება. კლუბის სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და საფეხბურთო დირექტორი მიხაელ გერლინგერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდნენ მიქაუტაძეს, რომელმაც დიდხანს არ ალოდინა და საყვარელ გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით, ხელფასი იმაზე ოდნავ მეტი ექნება, ვიდრე "აიაქსში" ჰქონდა.

ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ვინ აძლევს ამ ბიჭს რჩევებს ☹️ ჯერ აიაქსი, ახლა მონაკოს ნაცვლად ლიონი ☹️
გგ
15 ივლისი 2024 23:53
5
უპირო კაცი არავის უყვარს ჟორჟ, თუ შეპირდი უნდა შეასრულო.
ეეე
16 ივლისი 2024 00:09
22
ესა თუ ის იწერებოდა…. მათ შორის რომას ვარიანტიც, მაგრამ ტრანსფერმარკტი მიმაჩნია სანდო წყაროდ. რომა საერთოდ არ იყო მოხსენიებული. მონაკო 70%, ლიონი 57% და დორტმუნდი 19 % გადასვლისა ეწერა. ვნახოთ როგორ მორჩება. მეცში დარჩენასაც არ გამოვრიცხავდი.
იქნებ ლიონში ბავშობის სიყვარული ცხოვრობს;)
16 ივლისი 2024 02:24
2
მონაკო ჯობდა ამ ეტაპზე თან ლიგაზეა მონაკო
გიო-გოლი
16 ივლისი 2024 09:37
0
მონაკოს რომა ჯობდა ჯერ ერთი 1000ჯერ რომაშიც გაასწორებდა მაგრა გიორგი, აი ეგ იქნებოდა ჯიგრული, მაგრამ ჯერ საფრანგეთში გამაგრდეს მშვენიერ ადგილასაა ადაპტაცია არ დაჭირდება და ნდობა არ მოაკლდება არაფერი
Geo
16 ივლისი 2024 21:02
0
თქვით პირდაპირ , რომ მონაკოს უბრალოდ აღარ უნდა
gia
16 ივლისი 2024 02:00
21
აუუ რა უნდა ლიონში ? დაავიწყდა როგორ არაკაცურად მოექცნენ ? თანაც ლიონი კონფერენც ლიგაზე გამოდის და მონაკო ჩემპიონთა ლიგაზე თანაც ლაკაზეტს ამის გამო არავინ არ დასვამს სკამზე ჯერ ერთი უმაგრესი ფორვარდია და სახელიც დიდი აქვს ლიონში ! არ ვიცი რაა ამასაც არ ყავს ეტყობა ნორმალური აგენტი @ ისე იქცევიან თითქოს აიაქსის ამბები არ გადახდენოდეთ @ ლიონში სკამზე ჯდომას ჯობია ისევ მეცში დარჩეს თამაში მაინც ექნება იქ განაღდებული ! და თუ სკამზე ჯდომა ურჩევნია მაშინ ჯობია რომას დათანხმდეს რომას სკამზე ჯდომა არ ჯობია ჭ კლასის ლიონის სკამზე ჯდომას ??
zura222
16 ივლისი 2024 01:04
23
ლიონშია ადამიანი გაზრდილი,მისი ქალაქია.იქ ყავს მეგობრები,იქ უნდა დაამტკიცოს,რომ ტყუილად გაუშვეს გუნდიდან.იქ არის როგორც თევზი წყალში.მაგრად ითამაშებს დარწმუნებული ვარ.
555
16 ივლისი 2024 11:04
0
“ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ”.
და რომ ვერ მორიგდნენ, მერე? ის ბიჭი იმდენს იზამს, "მეცში" (მეორე ლიგაში) მოუწევს დარჩენა! ყველას გვიხაროდა, "მონაკოც" მზად იყო 20 მლნ (ან მეტი) გადაეხადა და ახლა? შეძლებს კი "ლიონი" ამდენი ფულის გადახდას? ეეჰ, მოკლედ არ დაადგა საშველი ამის ტრანსფერს. ნათქვამია, მეტისმეტიბრეტისბრეტი
სიმართლე
16 ივლისი 2024 00:31
10
წინასწარ მიცემული სიტყვის გატეხვის სუნი ასდის ამ საქმეს და გიოს ნუ განსჯით იმაზე რაც ჯერ არავინ არ ვიცით რეალობაში რა მოხდა, თან ლიონი ძალიან კარგი გუნდია და წინა სეზონში 1-ლი წრე ჩაუვარდათ, თორემ მე-2 ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ამის ნახვა კი მარტივია ლიგა-1 ცხრილის ნახვისას, თან მე ვფიქრობ რომ გარანტირებულად მიიოღო ლიონისგან სასტარტო და სათამაშო დრო
ზაკო
16 ივლისი 2024 09:09
1
რაც ვივარაუდე ის ვერსია გააჟღერა footbalnews-მა, თუ სანდოა რა თქმა მათი ნიუსი
ზაკო
16 ივლისი 2024 13:02
0
რატო ქნა ეს??? არ მესმის ეს გადაწყვეტილება.
ლომი
15 ივლისი 2024 23:48
5
ძალიან ცუდი!
!!
16 ივლისი 2024 00:35
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული