ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ლიონი" "მონაკოსთვის" მიქაუტაძის "წართმევას" ცდილობს.
"მონაკოს" სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა გადასვლაზე უარი თქვა.
"ლიონი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.
"ლიონი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.
"ეკიპის" ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და მონეგასკურ კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. "ოლიმპიკი" ალეკსანდრ ლაკაზეტის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს გაისად დატოვებს
და ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო აგვისტოში ვერ დაეხმარება. კლუბის სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და საფეხბურთო დირექტორი მიხაელ გერლინგერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდნენ მიქაუტაძეს, რომელმაც დიდხანს არ ალოდინა და საყვარელ გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით, ხელფასი იმაზე ოდნავ მეტი ექნება, ვიდრე "აიაქსში" ჰქონდა.
ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ.
გიორგის კი წარმატებები. მაგარი სკამს აცდა ორივეგან.
მონაკოში თამაშობენ ამერიკის ნაკრების თავდამსხმელი ბალოგუნი და შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ემბოლო...
ლიონში გამორჩეული თავდამსხმელი მხოლოდ ლაკაზეტია, რომელიც უკვე 33 წლისაა და მასთან კონკურენცია შედარებით უფრო მარტივი იქნება, ვფიქრობ.