სამედიცინო შემოწმება ჩანიშნული იყო, თუმცა "მონაკოში" გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა - მიქაუტაძე მშობლიურ კლუბს უახლოვდება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ლიონი" "მონაკოსთვის" მიქაუტაძის "წართმევას" ცდილობს.

"მონაკოს" სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა გადასვლაზე უარი თქვა.

"ლიონი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.

"ეკიპის" ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და მონეგასკურ კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. "ოლიმპიკი" ალეკსანდრ ლაკაზეტის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს გაისად დატოვებს
და ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო აგვისტოში ვერ დაეხმარება. კლუბის სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და საფეხბურთო დირექტორი მიხაელ გერლინგერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდნენ მიქაუტაძეს, რომელმაც დიდხანს არ ალოდინა და საყვარელ გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით, ხელფასი იმაზე ოდნავ მეტი ექნება, ვიდრე "აიაქსში" ჰქონდა.

ახლა ტრანსფერზე "მეცი" და "ლიონი" უნდა მორიგდნენ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
აკი მონაკო და რომაო. ამიტომ არაა საჭირო ამდენი ბჟუტური წინასწარ.
გიორგის კი წარმატებები. მაგარი სკამს აცდა ორივეგან.
serxio
09:43 16-07-2024
0
მონაკო ჯობდა ამ ეტაპზე თან ლიგაზეა მონაკო
გიო-გოლი
09:37 16-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული