შეგახსენებთ, 35 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში "მარსელის" მაისურით ლიგა 1-ში 34 მატჩი გამართა, თავი კი 16 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ობამეიანგმა ევროპალიგაზე 10 გოლის გატანა მოახერხა, რითაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ცნობისთვის, "ალ ქადისიამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ნაჩო ფერნანდესიც დაიმატა.
"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს