ქართველი ჭაბუკი კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გადავიდა, - ამის შესახებ უკრაინული კლუბი საიტით იტყობინება.

ფეიქრიშვილი კიევურ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა, კლუბისა და გუნდის ხელმძღვანელობას თავი მოაწონა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

უცნობია, რა თანხა გადაიხადა კიევის "დინამომ" ტრანსფერში.

ვებგვერდი წერს, რომ ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, უნივერსალია, შეუძლია კლასიკურ ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე, შემტევ ნახევარმცველად ითამაშოს და საქართველოში თავის ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რისი თქმაც ამ მომენტისათვის შეიძლება, კიევის დინამოში ფიზიკურად გააძლიერებენ, (თუ თვითონ არ იზარმაცებს) , ტაქტიკურადაც უფრო გაიზრდება ვიდრე ჩვენს ჩემპიონატში. მთავარია ბევრი იშრომოს და ძირითადში მოხვდეს. აი მერე კი უკეთეს გუნდზე და ჩემპიონატზე იქნება ფიქრის საშუალება .
არტ
16:29 17-07-2024
0
წავიდნენ ჯობია,U21 ლიგას ვერ გავაკეთებთ,ზოგმა გარეთ მოსინჯოს ძალები.
30დან 3ფეხბურთელი რო გახდეს ნაკრებისთვის უკვე საქმეა.
ჩვენ გვგონია რომ თუ პერსპექტიულია აუცილებლად ითამაშებს და მარტო ჩვენ ვკარგავთ ტალანტების,არადა მსოფლიოში ასეა ყველგან.
5 კაცს მაინც გაჩვენებთ თავისი იუთუბის ვიდეოებით 19წლის ბუნდესლიგაში რო თამაშობდა და ახლა გერმანიის სოფლების ჩემპიონატში გამოდის 27-28 წლის.
მაგათის კიდე მარტო ყენია კი არ გაუფუჭებია,რამდენი გერმანელი ყავს გაფუჭებული-ერთია კუნი თუ რაღაც მსგავსი გვარი აქვს 22 წლის გერმანიის ნაკრებში ძირითადში ითამაშა და 27 წლის უკვე ფიზკულტურის მასწავლებელი იყო სკოლაში მაგათის გადამკიდე შეეშვა ფეხბურთს.
ასეა სხვა სპორტებშიც- დიდი ვანო გრიქუროვი ამბობდა ბოლომდე უნდა მიაწვე რაც შეგიძლია და ან ჩემპიონი გახდები,ან ინვალიდიო.
დამატებული ამას გამართლება
ლუკა ზარანდიას ვისზე ნაკლები ფეხბურთი უნდა ეთამაშა ვითომ,ამ ევროზე რატომ არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ აერია რაღაცეები,ყაზახეთი-კორონას დრო და ა.შ.
ასე რომ ყველა ქართველს წარმატებები,მონდომებას ჯანმრთელობას და იღბალს ვუსურვებ ყველას
Levani
13:02 17-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული