18 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გადავიდა, - ამის შესახებ უკრაინული კლუბი საიტით იტყობინება.
ფეიქრიშვილი კიევურ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა, კლუბისა და გუნდის ხელმძღვანელობას თავი მოაწონა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
უცნობია, რა თანხა გადაიხადა კიევის "დინამომ" ტრანსფერში.
ვებგვერდი წერს, რომ ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, უნივერსალია, შეუძლია კლასიკურ ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე, შემტევ ნახევარმცველად ითამაშოს და საქართველოში თავის ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება.
30დან 3ფეხბურთელი რო გახდეს ნაკრებისთვის უკვე საქმეა.
ჩვენ გვგონია რომ თუ პერსპექტიულია აუცილებლად ითამაშებს და მარტო ჩვენ ვკარგავთ ტალანტების,არადა მსოფლიოში ასეა ყველგან.
5 კაცს მაინც გაჩვენებთ თავისი იუთუბის ვიდეოებით 19წლის ბუნდესლიგაში რო თამაშობდა და ახლა გერმანიის სოფლების ჩემპიონატში გამოდის 27-28 წლის.
მაგათის კიდე მარტო ყენია კი არ გაუფუჭებია,რამდენი გერმანელი ყავს გაფუჭებული-ერთია კუნი თუ რაღაც მსგავსი გვარი აქვს 22 წლის გერმანიის ნაკრებში ძირითადში ითამაშა და 27 წლის უკვე ფიზკულტურის მასწავლებელი იყო სკოლაში მაგათის გადამკიდე შეეშვა ფეხბურთს.
ასეა სხვა სპორტებშიც- დიდი ვანო გრიქუროვი ამბობდა ბოლომდე უნდა მიაწვე რაც შეგიძლია და ან ჩემპიონი გახდები,ან ინვალიდიო.
დამატებული ამას გამართლება
ლუკა ზარანდიას ვისზე ნაკლები ფეხბურთი უნდა ეთამაშა ვითომ,ამ ევროზე რატომ არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ აერია რაღაცეები,ყაზახეთი-კორონას დრო და ა.შ.
ასე რომ ყველა ქართველს წარმატებები,მონდომებას ჯანმრთელობას და იღბალს ვუსურვებ ყველას