"დადგა დრო, "მეცის" დიდ ოჯახს დავემშვიდობო. თქვენ ჩემს გულში სამუდამოდ ჩაიბეჭდებით! როგორც ადრე ვთქვი, შეგიძლიათ ყველამ იამაყოთ, ვინც ამ დიდებულ გუნდს უჭერთ მხარს!
მე ვერასოდეს გამოვხატავ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ კლუბს ქმნის. განსაკუთრებული მადლობა კარლო მოლინარისა და ბერნარ სერინს. ასევე, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს და ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომელთა წყალობითაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისწავლე!
ფანებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
ამიერიდან, ამ გუნდის პირველი ფანი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ დავიბადე, ისე მიმიღეთ, თითქოს ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები. თქვენი "მეფე გიორგი", - წერს მიქაუტაძე.