
მოგეხსენებათ, ახალაიამ არჩევანი მოლდოვის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა ჯერ არ უთამაშია (ასაკობრივში ითამაშა). სხვათა შორის, მას არჩევანის რუმინელთა სასარგებლოდ გაკეთებაც შეეძლო. მისი მამა, ასევე ლადო ახალაია, საქართველოს ნაკრების წევრი იყო.
ლადო ახალაია

ამასობაშიტურინული კლუბი ცენტრალურმა მცველებმა დატოვეს. ბორჯორნოს "ნაპოლიში" წასვლაზე ვიცით, ლოვატო "სალერნიტანას" დაუბრუნდა, რიკარდო როდრიგესსა და
საუბარია 26 წლის ხორვატ მარტინ ერლიჩის ტრანსფერზე, რომელიც "სასუოლოში" გამოდის. ვინც უკვე დაიმატეს, ეკვატორული გვინეის წარმომადგენელი, 25 წლის საულ კოკოა, რომელიც "ლას პალმასის" ღირსებას იცავდა.
31 ივლისს "ტორინო" გიორგი მიქაუტაძის (აქ მის დაბრუნებას ველით, 3 აგვისტოს კი გერმანულ "უნიონს" ეთამაშებიან) "ლიონს" შეხვდება, 11 აგვისტოს თასზე - "კოზენცას", 17 აგვისტოს კი, პირველივე ტურში, "მილანს" ესტუმრება.
ხვიჩა რჩება! - რა ხდება იტალიის ჩემპიონატში და რა შანსი აქვს "ნაპოლის"?