კონტეს პირველი ნოკაუტი - "ნაპოლიმ" სეზონის დაწყების წინ, კოკისპირულ წვიმაში, "ჟირონასთან" მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ „ჟირონასთან“ 0:2 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, კვარაცხელიას კარგი პასი მაზოკიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, 26-ე წუთზე კი მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად სტუმრები ვან დე ბეკმა დააწინაურა. კონტეს გუნდმა წინასასეზონო სპარინგებში პირველად გაუშვა გოლი.

Sportall.Ge

მეორე ტაიმში ტრავმირებულმა მაზოკიმ სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და ის ძერბინიმ შეცვალა. ხვიჩასთან უხეშობის გამო მსაჯმა არნაუ გააფრთხილა. მეკარე გასანიგას შეცდომით ანგისამ ვერ ისარგებლა და ცარიელ კარში ვერ გაიტანა. სამაგიეროდ შანსი დავიდ ლოპეს ვილამ არ გაუშვა ხელიდან და საბოლოო ანგარიში
დააფიქსირა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია ოსიმენის შეცვლაზე შესვლას აანონსებდა, ის განაცხადში არ იყო. ერთი სიტყვით, "ნაპოლი" მეტოქემ დაჯაბნა და თავისი გუნდის მარცხს ტრიბუნიდან მოწყენილი უყურებდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.

10 აგვისტოს ნეაპოლური გუნდი თასზე „მოდენას“ უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 0:2
გოლები: 0:1 ვან დე ბეკი (23), 0:2 დავიდ ლოპეს ვილა (83)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი (ძერბინი 56), ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა (რაფა მარინი 76), პოლიტანო (ნგონჟი 89), კვარაცხელია, რასპადორი (სიმეონე 76)

alt"ნაპოლის" ორი ნახევარმცველი დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება

alt"კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლა რომ სდომებოდა..." - "პარტენოპეის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაპოლის ძლიერ გუნდებთან უჭირს თამაში..უჭირს პრესინგი..სწრაფი გადაადგილება...ხირონამ ბურტის ფლობაში და გათამაშებაში აშკარად დაჩაგრა...მშვენიერი გუნდია ხირონა..ხვიჩას ორი კარგი მომენტი ჰქონდა გაეტანა უნდა...შესრულების დონე და მომენტების გამოყენება თუ არ გააუმჯობესა დარჩება ისევ იმედის მომცემ ფეხბურტელად...
ბუჯანგა
23:20 03-08-2024
8
.
რუსეთუმეების დდსმტვყვნლ
23:09 03-08-2024
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული