
27 წლის უკრაინელი თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი "ჟირონადან" "რომაში" გადაბარგდა.
"რომაში" გადასვლის გამო დოვბიკმა ლა ლიგის ერთ-ერთ კლუბს უარი უთხრა, რომელიც მხოლოდ მათ რიგებში გადასვლის სანაცვლოდ 1.5 მილიონ ევროს სთავაზობდა. "ჟირონა" ტრანსფერში 33-34 მილიონ ევროს და შემდგომი გაყიდვიდან 10%-ს მიიღებს.
არტიომი რომაულ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დოვბიკი 24 გოლით გასულ სეზონში ლა ლიგის ბომბარდირი გახდა.