ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
28 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ოფიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Gentikoule ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლევანი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და "ოფი" მის ტრანსფერს ოფიციალურად ხუთშაბათს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, შენგელია ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ბერძნული "პანაიტოლიკოსის" ღირსებას იცავდა. მათ რიგებში ლევანმა ჯამში 51 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
ასევე დაგაინტერესებთ