"ოფის" ახალწვეულმა ლევან შენგელიამ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.
შენგელიამ სტუმრად საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "ვოლოსთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, 50-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 2:0 გახადა და 81-ე წუთზე შეცვალეს.
ქალაქ ირაკლიონის გუნდი 4 ქულით მეექვსე ადგილზეა და 14 სექტემბერს "არისს" უმასპინძლებს.