ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის მეთექვსმეტე ტურში "ოფიმ" სახლში "ვოლოსს" 4:0 მოუგო, მასპინძელთა გუნდის მარჯვენა გარემარბმა ლევან შენგელიამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.

შენგელია 81-ე წუთზე შეცვალეს. ლევანის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასია.

"ოფი" 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 5 იანვარს სალონიკში "არისთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული