"ბაიერნმა" პარკაძე იჯარით ბერლინურ გუნდში გაუშვა

AutoSharing Option
19 წლის შემტევი ლუკა პარკაძე "ბაიერნმა" ამჯერად იჯარით რეგიონული ლიგის ბერლინის "ალტგლინიკეში" კიდევ ორ ფეხბურთელთან - იაკობ მაიერთან და რობერტ დეზიელთან ერთად გაუშვა.

პარკაძე სეზონის დაწყების წინ მეორე ბუნდესლიგის "ელვერსბერგში" იმყოფებოდა სინჯებზე, მაგრამ როგორც ჩანს, მისი გუნდში დატოვება არ გადაწყვიტეს.

"მოხარული ვართ "ბაიერნის" კიდევ ერთ ტალანტს, ლუკა პარკაძეს მივესალმოთ და მიუნხენურ კლუბს თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით", - განაცხადა "ალტგლინიკეს" სპორტულმა დირექტორმა ტორსტენ მატუშკამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მეოთხე ლიგაში?.. ჰმ
ემიგრანტი
16:15 15-08-2024
0
ყველაფერი გითქვამთ რაღა უნდა დავამატო, მაგრამ დღემდე გაკვირვებული ვარ ბაიერნმა რა დაინახმა ამ ბავშვში, ან რას დაპირდნენ ამისთანას რომ ეს აიყვანა, თუ რაცაა... მე დინამოშიც ვაკვირდებოდი და არაფრით გამორჩეული არ იყო, მერე კი უცებ ბაიერნიო...
ლადო
09:52 15-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული