ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა - დასწრება მატჩზე და დასკვნითი მოლაპარაკება შვებულებიდან დაბრუნებულ დე ლაურენტისთან

AutoSharing Option
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა, სადაც დღეს "პარტენოპეისა" და "ბოლონიას" შორის სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას დაესწრება.

წყაროს ცნობით, "მარადონაზე" იქნება გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელიც შვებულებიდან დაბრუნდა.

ჯუღელი და დე ლაურენტისი მატჩის მერე ერთმანეთს შეხვდებიან და კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ერთ-ერთ დასკვნით მოლაპარაკებას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ბოლონიას" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ტოტტი გენიოსი იყო-სამწუხაროდ კვარა ახლოსაც ვერ მივა და კვარა კი არა ბევრი ლეგენდაც ვერ ჯობდა მას
ჯუღელი კი მართლაც მონებით მოვაჭრეა ისეთი კაბალური პირობებით გაყიდა ბათუმიდან ნეაპოლში კვარა-რომ მართლა მონობაშია ბიჭი
ეს უნამოსო სოფლელი ნტვ-ს სომეხ კომენტატორთან ინტერვიუში ამბობდა კვარა 50 მილიონი ღირსო (რომ გაყიდა მალევე იყო ინტერვიუ) და 10 მილიონად გაყიდა -კაი ვთქვათ იაფად გაყიდა რომ დაეენტერესებინა და კვარა ევროპულ გუნდში გადასულიყო, მაგრამ 5 წლიანი კონტრაქტი??? და ასე იაფად-2 წლიანი რა საკმარისი არ იქნებოდა როცა ასე იაფად ყიდი?
მაშინ ხომ ვერ იბლატავებდა ლავრენტა ამდენს?
ყველა კოზირი აჩუქა ამ დებილმა და კიდე მაგისი აგენტობის იმედი გვაქვს?
თუ ტვინი აქვს არანაირი ფულის ნაცვლად არ უნდა დათანხმდეს კონტრაქტის გაგრძელებაზე კიდევ 2 წლით
inviz9
22:09 25-08-2024
5
რატო გონია ამ ხალხს ჯუღელი დაბალი დონის. მე ეგრე არ ვფიქრობ. ტიპი სერიოზული შემსრულებელია. არა მგონია ისეთ კონტაქტს მოაწერონ ხელი კვარასთვის საზიანო იყოს.
ჯიმა
20:27 25-08-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული