"პარმას" გაძევებული მეკარე, ლუკაკუს დებიუტი და გოლი და "ნაპოლის" შემოტრიალებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „პარმა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა დებიუტში ორი მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს - ჯერ ნეაპოლელთა კარი ხარიხამ, შემდეგ კი ძელმა იხსნა. ცოტა ხანში ბონიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გამოიყენა და „პარმა“ დააწინაურა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, რასპადორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა

მეორე ტაიმის დასაწყისში სუზუკიმ სამჯერ არ დაანება „კვარას“ გატანა. 62-ე წუთზე რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე გუნდის ახალწვეული ლუკაკუ
შევიდა. ქართველმა საჯარიმო მოიპოვა, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი კი ბონჯორნომ ძელს გაარტყა. შეცვლაზე აქტიურად შესული ნერესი საჯარიმოს გარეთ სუზიკიმ წააქცია და არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. პარმელებს ყველა შეცვლა ჰქონდათ გაკეთებული და კარში ნახევარმცველი ბერნაბე ჩადგა. კვარაცხელიამ სიმეონე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. მერე სიმეონეს საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. თუმცა, მალე ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა, მერე ანგისამ თავით გაიტანა. ბოლოს მერეტმა თავისი გუნდი გადაარჩინა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

"ნაპოლიმ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 15 სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - პარმა 2:1
გოლები: 0:1 ბონი (19, პენ), 1:1 ლუკაკუ (90+2), 2:1 ანგისა (90+6)
გაძევება: სუზუკი (77)

altმკვეთრად გაძლიერებული "ნაპოლის" მატჩის დღე - კვარაცხელიამ წინა ტურში ოპტიმიზმი დააბრუნა!..

მკითხველის კომენტარები / 25 /
აი პროფესიონალობა რას ნიშნავს. კონტემ როგორც იწინასწარმეტყველა, ისეც მიდის საქმე. რაც შეეხება ლუკა-კუ-ს: ყოველგვარი "ნამგზავრი ვარ დავიღალე, დასვენება და შეთამაშება მჭირდება" და ა.შ. გარეშე აჩვენა, რომ "ლუკა-კუ" კი არის არამედ "ლუკა-ლომი" ყოფილა!
ვაჟა მასწავლებელი
12:06 01-09-2024
2
ნაპოლი გასაძლიერებელია, მინიმუმ ერთი მაღალი დონის ნახევარმცველი და დაცვაშიც ჭირდება ხალხი. თამაშიც დასალაგებელია, გუნდური მოძრაობა გასაუმჯობესებელია. გამტანი ფორვარდი ჭირდებოდათ და ლუკაკუ იმედია გაამართლებს. რასპადორი და სიმეონე გასაშვები არიან. რაც შეეხება კვარას, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია- ნაპოლიში სხვებისგან გამოირჩეოდა, პასებიც კარგი არიგა. დარტყმაზე კი მეტი სამუშაო აქვს. არ აქვს სტაბილურად კარგი დარტყმა - თუ კარში წავიდა ბურთი, მაშინაც ხშირ შემთხვევაში ცენტრში მიდის, იქ სადაც მეკარეა. იმედია, კონტე გუნდს დაალაგებს და ხვიჩას თავის შესაძლებლობების გამოვლენის მეტი შანსი მიეცემა.
არტ
11:45 01-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული