წიტაიშვილს "გრანადაში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონში გავარდნის შემდეგ "გრანადას" საქმეები ცუდად მიდის, 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, მწვრთნელი გილერმო აბასკალი გადააყენეს და სწრაფად მოძებნეს მისი შემცვლელი.

"გრანადას" თავკაცად 59 წლის ფრან ესკრიბა დანიშნეს, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და იმ შემთხვევაში გაუგრძელებენ, თუ გუნდს ლა ლიგაში დააბრუნებს, რაც კლუბის მიზანია. აქამდე ესკრიბა "ხეტაფეს", "სელტას", "ვილიარეალს", "სარაგოსას" და "ელჩეს" (ორჯერ) ედგა სათავეში.

"გრანადას" ღირსებას გიორგი წიტაიშვილი იცავს. ანდალუსიური გუნდი შემდეგ მატჩს 29 სექტემბერს სტუმრად "ბურგოსთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა გეგუჩაძეო?
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული