"ამბიციების ტყვეობაში მყოფი ხვიჩა გასახდელში აპირებდა გასვლას" - მას აკრიტიკებენ, თუმცა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას „რომასთან“ თამაშს და უფრო მოედნიდან მის უკმაყოფილო გასვლას ფართოდ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა. ძირითადად არაობიექტურად აკრიტიკებენ, გეგონება გუნდს სხვა პრობლემა არ ჰქონდეს. აღნიშნავენ, რომ დებიუტში კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში დაიღალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, რასაც მეტოქის სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვა და მწვრთნელი ანტონიო კონტე იძულებული გახდა შეეცვალა.

Il Mattino წერს, რომ კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია, მაგრამ კარგად თამაში არ გამოუვიდა, მოედნიდან გასვლისას იმედგაცრუება ვერ დამალა, თავისი ეგოისტური ამბიციების ტყვეობაში რჩება, შეიქმნა შთბეჭდილება, თითქოს გასახდელში გასვლა უნდოდა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე
უხალისოდ დაჯდა.

რადიო Crc-ში „ნაპოლის“ და ხვიჩას შესახებ ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ ისაუბრა: „თუ გუნდმა ასევე გააგრძელა ასპარეზობა, შეუძლია ბევრი გამარჯვება მოიპოვოს და რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწიოს. არასანახაობრივი ფეხბურთით ამის მოხერხება ძნელი იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანია კონტე „ნაპოლის“ უდგას სათავეში, შედეგი მოსალოდნელზე უკეთესია.

კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩემპიონია, მაგრამ ვარსკვლავი არ არის. პირველ წელს გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო, მაშინ არავინ არ იცნობდა, მეორე წელს შეისწავლეს და დიდ სირთულეებს გადააწყდა. გავიმეორებ, ახლა გადამწყვეტი ნახტომი უნდა გააკეთოს. ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა თამაშის სტილის შეცვლა სჭირდება. შესაძლოა, მისგან ძალიან ბევრს ველოდით. ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ვისი წამოწყებული იერიშის შედეგად გაიტანა ლუკაკუმ? „კვარას“ მიმართ კრიტიკა უნდა შევამციროთ, რამეთუ მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.

ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო მიიჩნევს, რომ „კვარას“ მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია: „კვარაცხელიას თამაში 7 ქულით შევაფასე და ამის გამო გამაკრიტიკეს. კონტემაც თქვა, რომ რაც გუნდს ის ხელმძღვანელობს, ქართველმა ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. უმცირესობაში, მაგრამ ჩინებულ კომპანიაში ვიმყოფები“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წადი ბიძია დროზე მაგ სანაგვეთიდან, წადიიიი
Mirosan
06:35 26-11-2024
0
ძალიან გვიჩაგრავენ ჩვენს ბიჭს. თითქოს რაღაც მანქანა მუშაობს მის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ისეთებიც არიან ვინც იცის მისი ფასი,მაგრამ ლაურენტისს რატომ არ უნდა მისი ხელფასის გაზრდა ვერ ვხვდები. არ მგონია ასეთი ძუნწი იყოს მაინდამაინც ხვიჩას მიმართ. შეიძლება რაღაც სხვა ამბავია მანდ და ჩვენ არ ვიცით. კი ბატონო გუნდი შენია და რასაც გინდა იმას გააკეთებს,მაგრამ იყავი რა სამართლიანი. აურელიომ ხომ ჩვენზე უკეთესად იცის რომ ხვიჩაზე ბევრად უფრო დაბალი დონის ფეხბურთელებს ბევრად მეტი ანაზღაურება აქვთ. ეგეც რომ არა ხომ ხედავს რომ ყველას უკვირს ასეთი დამოკიდებულება მისადმი. ადრე ვაქებდი ლაურენტისს სწორად აწარმოებს მენეჯმენტს მეთქი და ბევრი მეკამათებოდა. ეხლა ვრწმუნდები რომ როგორც ბიზნესმენი შეიძლება კარგია,მაგრამ თუ არ ხარ სამართლიანი კაპიკია შენი ფასი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არ გაგიმართლებს იმაში რაც დასახული გაქვს. უფრო მგონია აქ ჯუღელის ბრალი. არა იმიტომ 8 მლნ-ს ითხოვს. არსებობს რაღაც ფორმები, როგორ უნდა მიაწოდო შენი სურვილი მოსაუბრეს. მოკლედ რომ ვთქვა დიპლომატიური როლის ამბავია. ეხლა შენ თუ მიხვედი და თავის დაფასება დაიწყე და ქურდულად დაუწყე გარჩევა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა არაფერი გამოგივა. სხვა ვერაფერს ვფიქრობ თუ რა უნდა იყოს მიზეზი.
დავით 67
05:41 26-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული