კასანო: სიგიჟეა - კონტე კვარაცხელიას არყოფნით გახარებულია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის პოდკასტში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"მე დარწმუნებული ვარ, კონტეც გახარებულია, რომ კვარაცხელია ახლა მწყობრში არ არის. ჩემი აზრით, ის და ლობოტკა "ნაპოლიში" საუკეთესოები არიან, მათ ჭკუიდან გადავყავარ. სიგიჟეა, მაგრამ კონტეს იმ იდეისთვის, რომელსაც ვხედავ, ახლა ყველა აკეთებს იმას, რაც მას სურს. ნერესს ხან მარჯვნივ აყენებს და ხან მარცხნივ. "კვარა" ხანდახან მოედანზე ისე მოქმედებს, რაც კონტეს იდეისთვის შეუსაბამოა. მწვრთნელს უწევს იმაში დაარწმუნოს, რაც მისთვის მიუღებელია და ცდილობს შეცვალოს.

კონტემ იცის, რას
აკეთებს და გუნდს აგრძნობინებს, რომ თუ მოუსმენენ, შესანიშნავ შედეგებს შეუძლიათ მიაღწიონ. აპრილამდე გუნდი ლიდერებს შორის იქნება და სხვებს შიში ექნებათ, თუმცა კვარაცხელიას დაბრუნება აუცილებელი გახდება და ლუკაკუც უნდა გაუმჯობესდეს. ბოლო მატჩებში ნერესი საუკეთესო იყო. ლუკაკუ ბურთს მაინც იჭერდა. ამაზე არავინ არაფერს ლაპარაკობს - ჟუან ჟეზუში ერთი თვეა ძირითადში თამაშობს და ამ პერიოდში გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
კასანო, ერთეული იტალიელი ვინც ნეიტრალურად,ობიქტურად უყურებს ამ შექმნილ ,ბიზნეს -ადამიანურობის ირგვლივ ვითარებას.საუბედუროდ ნეაპოლურმა ტიფოზებმა და მასმედიამ ,დაიჭირა დე ლაურენტისის ბიზნეს რეალობის მხარე,და მგონი ერთად ერთი იტალიელი ჟურნალისტია იტალიაში,თუ არ ვცდები-მარჩელო ალმატურა,ვინც შექმნილი ვითარება ახსნა:გაიმარჯვა ბიზნესის "სიწუწკემ"- ადამიანურ ურთიერთობებზე,დე ლაურენტისსა და კვარაცხელიას შორის ურთიერთობისას.ხვიჩას აგენტი კი,თავიდანვე ვერ გაერკვა,რა დონის ფეხბურთელი ჰყავდა "გასაყიდ მასალად",და კვარაცხელიებმაც დაუჭირეს მხარი,-*კარგი ფეხბურთი ითამაშოს,და ფული მოვაო",ეს სიღარიბის და ბიზნესში არსებული "კაციჭამია" ურთიერთობების არცოდნის ბრალია ან ორმაგი თამაში ,ვიღაცის მხრიდან.ეხლა კი ქართველები,ბოლომდე უნდა "მიაწვენ"თავისას,ნაპოლი კი ,ვიცი,ინანიებს ამ დროებით ფულად მოგების აღების,სარფიანი კონტრაქტის ხელმოწერით,უპირველესობის გადაწყვეტილების გამო,გუნდის დიდი ღირებულებების შეწირვით ,ახლო მომავალში,კვარაცხელია ხვიჩა კი,ნაპოლის ერთერთი,თუ არა ერთი,ლუკაკუ ის ვეღარაა,ლობოტკა და ნერესი ვერ აქაჩავენ, განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელია,თამაშისას, და მსოფლიოში უძლიერეს ხუთიოდ ტოპ გუნდში გადასვლის უეჭველად,პირველი კანდიდატია,ღმერთმა დაიფაროს ტრამვებისგან ,და "სანთელ-საკმეველი კი თავის გზას,ყოველთვის გაიკვლევს"
მ.ზ.მანჩესტერი
20:01 08-01-2025
0
ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მოედანზე
მაგრამ თითქოს არავინ არ ცდილობს მისი მახვილგონივრული პასების გამოყენებას
ყველას ფეხი ებლუკება რატომღაც ხვიჩას პასზე
დრო გვაჩვენებს რა ხდება
თენგო
14:05 08-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული