"ასე როგორ შეიძლება?" - ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა კვარაცხელია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა ერიკო პორციომ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. მოგეხსენებათ, "ნაპოლის" გარემარბი დიდი ალბათობით, მალე "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება.

პორციოს თქმით, "კვარამ" "პარტენოპეიდან" წასვლა მხოლოდ ფულის გამო მოითხოვა.

"ასე როგორ შეიძლება? ზოგადად მსგავსი რამ პირველად გავიგე, გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, სკუდეტოსთვის იბრძვის, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი კი იანვარში ტრანსფერს ითხოვს, ამის ნამდვილი მიზეზი ფულია.

რა თქმა უნდა, "კვარა" პატიმარი არ არის და უფლება აქვს სადაც თამაში სურს, იქ წავიდეს. თუმცა ასეთ დროს თანაგუნდელებზე, ქალაქზე და გულშემატკივრებზეც უნდა ვიფიქროთ.

კონტე ქართველის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია? ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა პორციომ.

შეგახსენებთ, პსჟ "ნაპოლის" ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს გადაუხდის, ქართველს კი 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებს.

altკვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

altკვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბაბუა, პოციო ხარ თუ პორცია, ახლა გეიღვიძე შენ რავარც გატყობ, თორემ, ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა ისიც უნდა გცოდნოდა და გაგეთვალისწინებია მაგ შენი სულელური აზრების ფრქვევას სანამ დაიწყებდი!შენი აზრით, თქვენს უმადურობსს და წუწურაქობას უნდა შეწიროს ახალგაზრდობა და ტალანტი ხომ?! მაგ ბებერ წუწურაქს უნდა უსაყვედუროთ წესით ნეაპოლელებმა და არა ხვიჩას! და თქვენს სუპერ მწვრთნელ კონტეს, რომელიც ერთი საშუალო დონის ავტობუსის შოფერია და ფეხბურთის დიდად არაფერი გაეგება! მისი უპირველესი დავალება ფეხბურთელებთან გოლის არგაშვებაა და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ეყოფათ ძალა, გატანაც! ამიტომაცაა რომ ნაპოლი წლევანდელ ჩემპიონატში 1 ბურთის სხვაობით იგებს თამაშებს ძირითადად! მოკლედ, პორციაჯან, ძაან მიხარია კვარამ მქედან აბარგება როგორც იქნა რომ გადაწყვიტა, ახლა იმედი მაქვს, პუსუჟუსაც დაიკიდებს და მართლა ტოპ კლუბში წავა! ბოლობოლო, სეზონის დასრულებამდე საქართველოშიც რომ დაბრუნდეს და დაისვენოს, არაფერი დააკლდება, ვარჯიშით ნებისმიერ ჩვენს გუნდთან შეუძლია ივარჯიშოს, ამაზე ხვიჩას აქ ვინ ეტყვის უარს? მომავალი სეზონისთვის კი, დარწმუნებული ვარ, მსურველების რიგი ეყოლება და აქაც მოაკითხავენ და მშვიდ გარემოში აირჩევს სასურველ ვარიანტს! თავის საქმეს თვითონ მოუვლის, რა თქმა უნდა, მე უბრალოდ აზრი გამოვთქვი, მე როგორ მოვიცეოდი მის ადგილას...
გურულო
17:05 12-01-2025
0
ახლა გახდა შუცვლელი ფეხბურთელი? დღევანდელი გაგებით მათხოვრულ ხელფასს, რომ უხდიდნენ მაშინ რატო არ აღშფოთთით?
რრრ
16:00 12-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული