"ხვიჩას კონტე მცველად ათამაშებდა და დაამცირეს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლის გამო, ნეაპოლში ვისაც არ ეზარება, ყველა აკრიტიკებს, არ უფასებენ დამსახურებას და იმას არავინ ამბობს, სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მესამე წელია გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღურებადი რომაა.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც „კვარას“ მხარდაჭერა გამოუცხადეს. საფეხბურთო მიმომხილველმა პაოლო ბარჯიჯამ ქართველის „ნაპოლისთან“ სავარაუდო განშორების თაობაზე „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა:

„კვარას“ „ნაპოლიდან“ წასვლა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით როდი მოხდა: დე ლაურენტისი მას დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა კონტეს ტაქტიკური წარუმატებლობაა - ის განაპირა მცველად, მეტოქის
კარიდან 60 მეტრში ათამაშებდა. ხვიჩა დაამცირეს“.

altგრაციანი კვარაცხელიაზე: როდესაც პსჟ დაგირეკავს, ამხელა თანხას და პერსპექტივას შემოგთავაზებს, უარის თქმა ძნელია

altკონტემ კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შეარჩია

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაუნახავი და აფერისტი კონტე ლაურასთან ერთად.
ნიანია ბაკურიანი
14:22 13-01-2025
0
კი კონტემ ხვიჩა დაცვის მოთამაშედ აქცია,საერთოდ არაფრად აგდებდა და რაღაცეებს იგონებდა ლაურასთან შეთანხმებით,სიტყვით კი ეფერებოდა და ამბობდა დიდი ფეხბურთელია მაგრამ უკვე ნერეშზე ვფიქრობო დავაყენო თუარა ძირითადშიო და ნელნელა ხვიჩას ამოგდებას ცდილობდა ძირითადიდან,რომელიც თითქმის ხშირად უმაღლეს შეფასებას იღებდა და სექტემბრის თვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდა,მოკლედ შეთქმულება იყო გუნდში კვარას მიმართ,ამიტომ კარგია რომ ასეთი დაუნახავი კლუბიდან რომ მიდის.
საფიჩხიელი
14:20 13-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული